ვაქცინირებულები ფასდაკლებების მიღებას მხოლოდ სავაჭრო მოლებში და ბრენდულ ქსელურ მაღაზიებში შეძლებენ.როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ “თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს,მოდელი ბიზნეს ასოციაციების დონეზე მუშავდება და 1 ივლისის კვირაში მთავრობას წარედგინება.
მისი ინფორმაციით, ფასდაკლებები არ გავცრელდება მცირე ტიპის მაღაზიებზე. ამ დრომდე გაურკვეველია დამატებითი დეტალები,მათ შორის, როგორი იქნება ადმინისტრირების ფორმა.
შეგახსენებთ, რომ სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება. მაგალითად, მათ, ვისაც ორჯერ ექნებათ ვაქცინა გაკეთებული, შესაძლოა ფასდაკლებები შესთავაზონ.
business-partner.ge