გლობალურ ბაზრებზე დასაქმების სტრუქტურა შეიცვლება

გლობალურ ბაზრებზე დასაქმების სტრუქტურა შეიცვლება

access_time2021-09-28 17:00:45

კოვიდ-19-მა შრომის ბაზარზე დღის წესრიგი თითქმის შეცვალა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დისტანციური მუშაობა ფართოდ გავრცელდეს პოსტკოვიდურ პერიოდშიც როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. მართალია, ახალ გარემოებას დადებითი ფაქტორებიც ახლავს თან, თუმცა, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, გარკვეულ პრობლემასაც უკავშირდება.



„ინფორმაციის შეგროვების, მონიტორინგის, მართვის, სწავლების ცალკეულ სფეროებში ცვლილებებია და ეს მიდგომა გარკვეულწილად შენარჩუნდება. თუმცა ყველგან დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც აუცილებელია პრაქტიკისა და უნარჩვევების გამოვლენა, როგორც შეიძლება იყოს სამედიცინო სფერო, სახელოვნებო სტუდიები და ა.შ. ცხოვრების წესის შეცვლას თავისი დადებითი მხარე აქვს და პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნიკური პროგრესი, სწრაფად წავიდა საქმე წინ. დიდი ალბათობით, დაასქმების ძველი სტრუქტურა აღარ დაბრუნდება. განსაკუთრებით ეს ოფისში მუშაობას, მას თავისი ისტორიული დატვირთვა არ ექნება. გვსურს თუ არა, მოგვიწევს, ცვლილებას ფეხი ავუწყოთ, შევეცადოთ და ვიყოთ ავანგარდში“, - ამბობს სოსო არჩვაძე. 



დისტანციური მუშაობის უპირატესობაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ ეკონომისტი გივი მოცელიძე, რომელიც ამ მოდელის უარყოფით ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ადამიანის სოციალიზაციას უკავშირდება.




,,საოფისე საქმიანობა პანდემიისას დიდწილად ონლაინ მუშაობამ ჩაანაცვლა და ეს ფორმა თანდათან პოპულარული ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ახალ გარემოებას ბევრი გამოწვევა ახლავს, როგორიცაა ადამიანის სოციალიზაციაა, რადგან დიდია ალბათობა, რომ დიდი ხნით ონლაინ მუშაობამ ამ მხრივ ნეგატიური გავლენა ჰპოვოს და ადამიანებმა ადამიანებს სოციალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები დაკარგონ. ცხადია, სწავლებაც და მუშაობაც ვირტუალურ გარემოშიც შეიძლება, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  ჩვენ წარმოვადგენთ განვითარებად ქვეყანას და ბევრს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, რაც საბოლოო ჯამში, ბევრ ადამიანს უქმნის პრობლემას. მიუხედავად ამისა, მომავალში ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვლება, სფეროები, სადაც საქმის დისტანციურად შესრულება შესაძლებელია, ამ სტილს შეინარჩუნებენ, თუნდაც რესურსის დაზოგვის მიზნით“, - ამბობს მომცელიძე. 



შეგახსენებთ, რომ საქართველოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლების დიდი ნაწილი  პანდემიისას ონლაინრეჟიმში მუშაობდა.



დაახლოებით 1 წლის წინ კი ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“, რომელმაც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა მისცა.

 

 მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up