ვარკეთილში, ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი კი საყოფაცხოვრებო პროდუქციის სასაწყობე ფართში გაჩნდა.
უწყების ცნობით, მეხანძრეებმა ოპერატიულად შეძლეს ლოკალიზება და ხანძრის გავრცელების თავიდან არიდება.