გლობალურმა კამპანიამ Stand Up for Ukraine $11 მილიარდი შეაგროვა.
ევროპის, კანადის და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებას ვარშავაში პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაესწრნენ.
თანხა 10 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს დაეხმარება.
კამპანიას სხვებთან ერთად ასევე მხარს უჭერდნენ კეტი პერი, მადონა და ელტონ ჯონი.