RoKva festival-ის გუნდი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ განცხადებას ივენთების და კონცერტების აკრძალვის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ უმძიმესი ზარალი მიაყენა, როგორც არტისტები და rokva festivali-ის გუნდში დასაქმებული 350 ადამიანი, ასევე მთლიანად რეგიონი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისათვის, რომ ფესტივალი ყოფილიყო კოვიდ-უსაფრთხო ზონა: არსებული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ფესტივალზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრები.
"ვმუშაობდით სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მქონე ღიასივრცეში და ბილეთების შეზღუდულ ოდენობაზე, ყველა არსებული რისკის გათვლით.
◼ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და არაფრით დავიხევდით უკან, რეალურად რომ არსებობდეს Rokva 2021 - back to Magic Mountain/Shovi-ის უსაფრთხოდ და შესაბამისი ხარისხით ჩატარების სულ მცირე შანსიმაინც. ამ დროისთვის არსებული ყველა შესაძლო განვითარებით, მივდივართ ისეთ დამღუპველ შედეგებამდე, რომლებიც უბრალოდ არ მოგვცემს მუსიკით ტკბობის და სიამოვნების მიღების საშუალებას.ამიტომ, გვიწევს ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება და ფესტივალის გადადება 2022 წლამდე.
მნივნელოვანია, რომ ROKVA 2020, ჩვენ პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით ჩავატარეთდა ეს გამოცდილებაც ცალსახად გვიმაგრებდა ზურგს იმ მოლაპარაკებებში, რომლებსაც ვაწარმოებდითწელს, როგორც ახლა აღმოჩნდა, ბოლო კომერციული ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ვიბრძოლეთ ბოლო წუთამდე და მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამონაკლისის გარეშე ძალაში დატოვებით, რიგი უკვე ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მაინც ასეთი იძულებითი ზარალის წინაშე დაგვაყენა სახელმწიფომ - ფესტივალი, არტისტები, ჩვენთან დასაქმებული 350-მდე ადამიანი და რაც მთავარია, რეგიონი და ყველა მეწარმე, ვინც მძიმე წლის ფონზე მოუთმენლად ელოდებოდა შემოსავლის წყაროს.
◼ამ მოცემულობით უგულებელყოფილია ყველა შეთანხმება, დაპირება და შეგულიანება, რომელიც ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გვქონდა მიღებული და ვართ კოლოსალური მასშტაბის უკვეარსებული და დამატებით - სამომავლო დანაკარგების წინაშე. პანდემიური ვითარების ადეკვატური მართვის ნაცვლად, უკანასკნელ მომენტში კერძო სექტორის ერთადერთი დარჩენილი ღონისძიებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ცალსახა ბუტაფორიული ნაბიჯია და ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ROKVA ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია.
ფარ-ხმალს არ ვყრით და მაინც გავჟღერდებით! დეტალებს მალე გაგაცნობთ!
ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ორშაბათს.
უკეთესი მომავლის იმედით, ROKVA-ს გუნდი." — ნათქვამია განცხადებაში.