ვაშინგტონი ტრადიციულ ენერგომატარებლებს უბრუნდება

ვაშინგტონი ტრადიციულ ენერგომატარებლებს უბრუნდება

access_time2021-10-22 20:00:37

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზადაა შეამციროს თავისივე ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამა და დაგეგმილი 3,5-ის ნაცვლად, პოსტპანდემიურ აღდგენაზე და დაზარალებულების დახმარებაზე 1, 9, ან სულაც 1,7 ტრლნ. დოლარი დაიხარჯება.

 

პროექტში შევა ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო - სამედიცინო შეღავათები, შემწეობები ბავშვებზე, სუბსიდიები ქირის გადასახადზე და ა.შ., თუმცა, ყველაფერი ნაკლები იქნება - საბავშვო შემწეობების მოქმედების ვადა 3-დან 1 წლამდე მცირდება, სუბსიდიები და ჯანდაცვაზე ხარჯებიც დარჩება, მაგრამ შემცირდება.

 

კომპრომისი ჯო ბაიდენის მხრიდან დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების გაღრმავებაზე პასუხი გახდა - პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღებას დემოკრატიული პარტიის მემარცხენე და მემარჯვენე ფრთას შორის უთანხმოება აფერხებს.

 

მემარცხენე დემოკრატებს ფინანსური დახმარების პაკეტის გაზრდა სურთ, ხოლო მემარჯვენეებს, ინფლაციის ზრდის შიშით, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ხარჯები უნდა შემცირდეს.

 

 ბაიდენის ახალმა ინიციატივამ დაპირისპირებული მხარეების პოზიციები უნდა შეაჯეროს.

 

„მხარეები თანხმდებიან, რომ დრო არ ითმენს და სოციალური პაკეტის მიღება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს. ამავე დროს განახლებულ კანონპროექტში შენარჩუნებულია ყველა დასახული პრიორიტეტი“- განაცხადა თეთრი სახლი პრეს-მდივანმა ჯეინ ფსაკიმ.

 

დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საყოველთაო თანხმობის ატმოსფერო იყო და მხარეები უმოკლეს ვადებში შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

 


გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა  რამდენიმე საკითხში კომპრომისს მიაღწიეს - კერძოდ, მნიშვნელოვნად შემცირდება პროგრამა, რომელიც სუფთა ენერგიის გამომყენებელ ენერგოკომპანიებს შეღავათებს, ხოლო „ბინძურ ენერგიაზე“ - ჯარიმებს აწესებს.

 

ამ ინიციატივაზე უარის თქმა არა მხოლოდ ფულის ეკონომიის სურვილის, არამედ მძლავრი სანახშირო ლობის ძალისხმევის შედეგია.

 

გარდა ამისა, ენერგოკრიზისის ფონზე ალტერნატიული ენერგეტიკის მომხრეებიც კი მიხვდნენ, რომ ტრადიციული ენერგომატარებლების განდევნის დრო ჯერ არ მოსულა.

 

საყურადღებოა, რომ სუფთა ენერგეტიკის საკითხი მხოლოდ შიდაამერიკული დღის წესრიგით არ შემოიფარგლება - მალე ჯო ბაიდენი გაემგზავრება „კლიმატურ სამიტზე“ გლაზგოში, სადაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შემცირების საკითხის განხილვა გაიმართება.

 

ეს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, სუფთა ენერგეტიკისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც ევროპაში და ამერიკაში ენერგოდეფიციტის პირობებში დახურული ნახშირის ელექტროსადგურების ამუშავება უწევთ.

 

ვაშინგტონმა თავის თავზე ათწლეულის ბოლოსთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევია 2-ჯერ შემცირების ვალდებულება აიღო. კვლევითი კომპანია Rhodium Group-ს მონაცემებით, ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია მზის და ქარის ენერგიაზე ფორსირებული გადასვლის გარეშე - საკმარისია უკვე მოქმედი, ტრადიციულ ენერგიაზე მომუშავე გენერაციის ობიექტებისთვის ეკოლოგიური სტანდარტების გამკაცრება.

 

ბაიდენის ადმინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. კერძოდ, საავტომობილო საწვავის მიმართ სტანდარტები გამკაცრდა და ასევე შეუზღუდა კონდიციონერებში და მსხვილ სამრეწველო მაცივრებში ეკოლოგიისთვის ძალზე საზიანო ჰიდროფტორნახშირბადების გამოყენება.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია გარკვეული ზომების მიღება საგაზო მრეწველობაში და ინფრასტრუქტურის ობიექტებში მეთანის გაჟონვის შემცირებისთვის.

 

მოკლედ, „ბინძური ენერგიის“ უარყოფის პოლიტიკა მისი მოწესრიგების და ეკოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხოდ გამოყენების სტრატეგიამ შეცვალა.

 

ეს გასაკვირი არცაა ენერგოკრიზისის ფონზე, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ სუფთა ენერგიის ზედმეტად ფორსირებული დანერგვა გახდა.

 

Kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up