ვასო ურუშაძე: მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია

ვასო ურუშაძე: მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია

access_time2020-03-18 13:01:39

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ვცდილობ კრიტიკისაგან თავი შევიკავო. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დუმილიც დანაშაულია.


საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია.


ქვეყანაში არ არის გამოცხადებული საგანგებო მდომარეობა, შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ქალაქში ადამიანების მობილობა კვლავ მაღალია.



თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ, გამოიწვია მგზავრთა ნაკადის მეტროსა და ავტობუსებზე გადართვა, რამაც პიკის საათში კოლაფსური მდგომარეობა შექმნა. გადაიტვირთა ავტობუსები, ავტობუსის გაჩერებები, მეტროპოლიტენი, განსაკუთრებით სადგურის მოედანი და მეორე ხაზზე გადასასვლელი სივრცე. ყოველივე ეს ზრდის ადამიანების დაინფიცირების რისკებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.


საქართველოს მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, რომლის რისკებიც წინასწარ არ შეფასებულა, შექმნა რეალური საფრთხე, ვირუსის გავრცელების ტემპები კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, მოსალოდნელი შედეგები უნდა განვსაზღვროთ და მარტივი პრინციპით ვიმოქმედოთ-ის რაც თვლადია უნდა დაითვალოთ.


საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო ტრანსპორტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, იზრდება მეტროს შემადგენლობის მოძრაობის სიხშირე და ემატება ავტობუსების რაოდენობა. რაც სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა სიმჭიდროვეს მინიმუმამდე შეამცირებს. ამავდროულად სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები, სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია, მგზავრებისთვის პირბადეების და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება. ან ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური აქტივობა და იკლებს ადამიანების მობილობა. მოქალაქეებისთვის აღარ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს“-აცხადებს ურუშაძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up