ვახო სანაია - სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა - ეს ადამიანები ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება

ვახო სანაია - სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა - ეს ადამიანები ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება

access_time2021-08-25 14:20:00

სამარცხვინო სასამართლო გვყავს - მოსამართლემ ჟურნალისტზე, ჩემს ოჯახზე თავდასხმაში დამნაშავეები დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა.



მისივე თქმით, ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა.



„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თვდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი. ერთ-ერთი დამნაშავის, გიგაურის ოჯახი, სჭირდებათ არჩევნებისთვის იმიტომ, რომ არის გეგა გეგეშიძის ოჯახის წევრი, კორცხელის ამბების მონაწილეთა ოჯახის წევრი. სასარგებლო შრომაც დააკისრა მათ მოსამართლემ, თუმცა, რა სასარგებლო შრომა უნდა შეასრულონ?! ვნახეთ მისი სასარგებლო შრომა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. ამ მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გაამართლა საზოგადოების მიერ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გაასაჩივრებს, ამ ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხალხი, მოძალადეები, გამოუშვა გარეთ“, - განაცხდა ვახო სანაიამ.




ცნობისთვის, სასამართლომ სამივე ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათი დაკავებიდან სწორედ 6 თვეა გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დღესვე უნდა გათავისუფლდნენ.



ipn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up