ვახტანგ ჭარაია - ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს

ვახტანგ ჭარაია - ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს

access_time2021-12-20 19:15:30

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო 2021 წლის ნოემბერში გაძლიერდა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, პოზიტიური ტენდენციები შემდეგი მიმართულებით: 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ჯამური ექსპორტი 42.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 430.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ნოემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 23.8%-ით გადააჭარბა 2019 წლის ნოემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 26.7 პროცენტით და 3,822.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს და 8,999.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 12.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, 2021 წლის ნოემბრის ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ნოემბერთან შედარებით გაიზარდა - 44.1 პროცენტით და 325.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდისაც - 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს. მისი თქმით, ზრდა განპირობებული იყო შემდეგ პროდუქტებზე მოთხოვნით: ფეროშენადნობის (გაიზარდა 79.1%-ით და შეადგინა $414.8 მლნ.); მსუბუქი ავტომობილების (14.5%-ით და $417.6 მლნ.); აზოტოვანი სასუქების (59.5%-ით და $97.7 მლნ.); ყურძნის ნატურალური ღვინოების (16.2%-ით და $216.4 მლნ.); მინერალური და მტკნარი წყლების (24.4%-ით და $130.9 მლნ.); თხილისა და კაკლის (30.8%-ით და $106.4 მლნ.); სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (3.2%-ით და 750.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სხვა პროდუქტებით.


ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ზრდა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კოვიდ პანდემიით გამოწვეული შოკის დაძლევას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up