ეკომონიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანების პროექტს ეხმიანება.
ექსპერტი მადლობას უხდის ფონდს მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის.
,,სულ მაინტერესებდა, თუ რატომ არის მთაწმინდა გახრიოკებული და რატომ არავის მოაფირდა რომ ის გაელამაზებინა. მადლობა ქართუ ფონდს, როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც არც თუ მცირე თანხა, კერძოდ 16 მილიონი ლარი დაჯდება და კიდევ უფრო ეკოლოგიურს და მიმზიდველს გახდის ჩვენს დედაქალაქს, მათ შორის უცხოელი ტურისტებისათვის, რომელთა მოზდვა და შენარჩუნება პოსტპანდემიურ პროცესში დამატებითი შემოსავლის წყაროდ უნდა მივიჩნიოთ. ფინანსური, ესთეტიური და ეკოლოგიური გაუმჯობესება კი ზედმეტი არასდროს არ არის”,- წერს ვახტან ჭარაია.