ვახტანგ ჭარაია: სესხების გადავადებაზე ბანკები კლიენტებს ატყუებენ, სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არღვევენ

ვახტანგ ჭარაია: სესხების გადავადებაზე ბანკები კლიენტებს ატყუებენ, სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არღვევენ

access_time2020-07-29 15:45:22

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ კომერციული ბანკები სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არ ასრულებენ და კლიენტებს ატყუებენ. საქმე ეხება სესხების გადავადების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

საქმე გვაქვს ბანკების მხრიდან მომხმარებლების მოტყუების ფაქტებთან. ეს ხდება მასობრივად, როგორც დედაქალაქში, ასევე – რეგიონებში. საქმე გახლავთ ის, რომ მოხდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბანკებს შორის, ბანკებს კლიენტებისთვის გაეკეთებინათ საშეღავათო ქმედება, რაც გამოიხატებოდა 3-თვიან საშეღავათო პერიოდში. ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ ბაკნებმა მხოლოდ გადაავადეს სინამდვილეში და, რეალურად, არც არაფერი შეღავათი არ გაუწევიათ. ვგულისხმობ იმას, რომ პროცენტის გაუქმებაზე კი არ წასულან, არამედ პროცენტის გადავადებაზე წავიდნენ, ძირი თანხა კი ისედაც უნდა მიეღოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდა მიეღოთ.

 

იმ შემთხვვაში, როცა სახელმწიფოსგან კომერციულ ბანკებს აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა, იგულისხმება, მათ შორის, ბანკების გავლით ყველა ტიპის ოპერაციის ჩატარება, რომელიც შესაძლოა, ბანკების გვერდის ავლითაც განხორციელდეს, ასევე, სხვადასხვა სააგენტოს კონკრეტული ფინანსური რესურსის ბანკებში განთავსება, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ჭერის მოხსნა საერთოდ და ნებისმიერი თანხის გაცემა მათი საშიროებისამებრ და ა.შ; ბანკები საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ყველაზე რთულ პერიოდში წავიდნენ მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოს პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ, მაგრამ დღეს, რეალურად, ამასაც კი არ ასრულებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაპირდნენ მოსახლეობას. ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება იყო, რომ პროცენტი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ამ სამი თვის განმავლობაში, კლიენტზე გადანაწილდებოდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ ადამიანს ქონდა დარჩენილი 5 წელი სესხის გადახდისთვის, მაშინ იმ 3 თვის თანხა უნდა გადანაწილებულიყო დარჩენილ პერიოდზე. თითოეული კლიენტი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. სინამდვილეში, დღეს რას აკეთებენ ბანკები – კლიენტებს მეოთხე თვის თავზე ეუბნებიან, მთლიანდ უნდა გადაიხადოთ ის პროცენტი, რაც სამი თვის განმავლობაში დაგროვდაო. ხშირ შემთხვევაში ეს არცთუ ისე მცირე თანხაა.


 

ეს არის კლიენტების მოტყუება, ამაზე ეროვნულმა ბანკმაც უნდა გააკეთოს რეაგირება. არ შეიძლება, ეს ასე გაგრძელდეს. ბანკებმა კეთილი უნდა ინებონ და იმ პირობით შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, რა პირობითაც თქვეს. ეს კი იყო შემდეგი: ან გადანაწილდება სრულ პერიოდზე ეს პროცენტი, ან დაემატება ბოლო თვეების სახით მთლიან გადასახდელ პერიოდს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

kvira.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up