ვახტანგ ჭარაია - სსფ-ს პოზიტიური პროგნოზით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის  საქართველო  GDP per capita-ს ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება

ვახტანგ ჭარაია - სსფ-ს პოზიტიური პროგნოზით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო GDP per capita-ს ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება

access_time2022-04-29 13:45:54

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ჭარაია  “ნაციონალური მოძრაობისა“  და  მათთან  აფილირებული  მედიასაშუალებების წარმომადგენლების  მიერ  საზოგადოების  განზრახ შეცდომაში შეყვანას ეხმიანება. მათი არგუმენტებს, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ეკონომიკის ექსპერტი სსფ განახლებულ პოზიტიურ მოლოდინებს უპირისპირებს  და წერს რომ 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის  საქართველო  GDP per capita-ს ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება.  სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე ხდება 5617 აშშ დოლარი,  2025 წლიდან კი გადააჭარბებს 7621 აშშ დოლარს და კავკასიის რეგიონში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე იქნება. 



ეკონომიკის ექსპერტს ასევე მოჰყავს სავალუტო ფონდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში საქართველო ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ტემპით 2021-2027 წლებში  მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზე იქნება. ამასთან, 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი გადააჭარბებს 27 ათას დოლარს.



„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და რეფორმები თავზე საყრელადაა გასატარებელი. ეს პოზიტიური სიგნალები კი დაგვეხმარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც ჩვენი ინტერესების უფრო ზუსტად და ოპერატიულად მიღწევაში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა. 




პოსტში ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას, მათ შორის, ომს უკრაინაში და პანდემიას და ჩამოთვლილ მნიშვნელოვან შედეგებს, რომლებსაც საქართველო, შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, წარმატებით აღწევს. მან დაასახელა ისეთი გარემოებები, როგორიცაა სატრანზიტო დატვირთვის ზრდა და ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საჭიროება, მათ შორის საპორტო, ენერგეტიკული და სხვა მიმართულებებით. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ეკონომიკა გამოდის პანდემიური ვარდნიდან და გვაქვს სოლიდური აღდგენის ტემპები, რაც მთლიანობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაშია გამოსახული.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up