ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი საწარმოები შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი საწარმოები შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს

access_time2021-05-20 12:50:00

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი საწარმოები შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს.


როგორც ჭარაია განმარტავს, ამას არ უნდა შევხედოთ როგორც ნეგატიურ მოვლენას.


„პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის კეთება და აქ ფულის ჩადება საკმაოდ რთული საკითხია. რომ არ იყოს პანდემიური პერიოდი შესაძლოა, სხვა რეალობა დადგეს. მითუმეტეს, რომ ადგილობრივ ინვესტორებზე გამიზნული საწარმოები იქნება ეს თუ მიწები. შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს. არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც ნეგატიურ მოვლენას პირიქით, თუ სახელმწიფოს ბალანსზე რაღაც ობიექტი არის უძრავად, უმოქმედოდ და ვინმეს ნახევარ ფასად შეუძლია იყიდოს, ვიდრე საბაზროდ ღირდეს, დაასაქმოს ადამიანები, გადაიხადოს გადასახადები, შექმნას ადგილობრივი პროდუქტი და ამით იმპორტი შეამციროს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით პანდემიურ ფონზე, შეიძლება მივიჩნიოთ მაღალ ფასად. ბიზნესმენს საბაზრო ფასზე, ყოველთვის იაფად სურს შეძენა.


სურვილი, რომ უფრო იაფად გაიყიდოს ბიზნესის მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგებია. თუმცა, მეორე მხარეს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელმაც გარკვეული შემოსავალი უნდა მიიღოს. ორივე ინტერესი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ფინანსურად ვერ მოიგოს კონკრეტული ობიექტის გაყიდვისას, მაგრამ მოიგოს იმით, რომ შეამციროს უმუშევრობა და გაზარდოს წარმოება. თუ რომელიმე ობიექტები არ იყიდება, არსებობს პროცედურები, რომ მეორეჯერ გარკვეული ფასდაკლებით გამოვიდეს ტენდერზე“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.



ამასთან ჭარაია, მთლიანობაში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულიდან უკვე სახელმწიფომ გარკვეული შემოსავალი უკვე მიიღო.


ცნობისთვის, 17 მაისს 9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომელიც აუქციონზე 21 000 ლარად გაიყიდა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up