ვახტანგ კალოიანი: ოჯახის ექიმების განვითარებასა და მათი საქმიანობის კონტროლზე სახელმწიფო არ ზრუნავს

ვახტანგ კალოიანი: ოჯახის ექიმების განვითარებასა და მათი საქმიანობის კონტროლზე სახელმწიფო არ ზრუნავს

access_time2022-09-06 17:00:00

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა და სახელმწიფო ამ რგოლის ექიმების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავს. ამის შესახებ ექიმმა-რეანიმატოლოგმა ვახტან კალოიანმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. jandacva.ge-მ კალოიანს მიმართა შეკითხვით: რით აიხსნება ის, რომ, როგორც ექიმების ნაწილი აცხადებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მედიკოსები „პაქსლოვიდს“ სათანადო და ჩვენების შესაბამისი სიხშირით არ უნიშნავენ? შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ბოლო პერიოდში რამდენიმე სპეციალისტმა გააკეთა. მათ შორის არიან ბიძინა კულუმბეგოვი და ალექსანდრე გოგინავა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ მეტად ეფექტიან მედიკამენტს ექიმები ყველა საჭირო შემთხვევაში არ ნიშნავენ.


ვახტან კალოიანი ამ ტენდენციის მიზეზს სისტემურ პრობლემებში ხედავს და ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლზე დღეს სახელმწიფო არ ზრუნავს.


„პაქსლოვიდი ოჯახის ექიმმა უნდა დანიშნოს. მიდით ოჯახის ექიმებთან და კამერის გარეშე კითხეთ, რა სახის ტრენინგები ჩაუტარეს მათ ამ მედიკამენტის დანიშვნის წესების შესახებ? ათასობით ექიმისთვის ონლაინ-ტრენინგის ჩატარება საკმარისი არ არის. თან ტრენინგის ხარისხსაც გააჩნია. გარდა ამისა, არავინ ამოწმებს, თუ როგორ მკურნალობენ ისინი პაციენტებს და რა წამლებს უნიშნავენ. შემოწმებაში არ ვგულისხმობ პოლიციურ დასჯას და სერტიფიკატების შეჩერებას, რასაც რეგულირების სააგენტო ახორციელებს. ასე რომ, პრობლემა სისტემურია და არ შეიძლება, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პაციენტები პაქსლოვიდს არ იღებენ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს დავაკისროთ,“ – აღნიშნა კალოიანმა.



რაც შეეხება იმას, რომ გასულ კვირაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 8 ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით თითქმის გასამმაგებული მონაცემია, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, ლეტალობის ზრდაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მხოლოდ ერთი კვირის მაჩვენებლით მსჯელობა არაკვალიფიციური მიდგომა იქნებოდა. თუმცა, როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ის, რომ ქვეყანაში კოვიდით 17 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი, სწორედ არასწორი მართვის შედეგია.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up