ვახტანგ მეგრელიშვილი კობა გვენეტაძეს - კორონავირუსის დროს თქვენმა პოლიტიკამ მოქალაქეებს ხელი შეუშალა იმ დახმარების მიღებაში, რომელიც უცხოელმა მეგობრებმა მოგვცეს

ვახტანგ მეგრელიშვილი კობა გვენეტაძეს - კორონავირუსის დროს თქვენმა პოლიტიკამ მოქალაქეებს ხელი შეუშალა იმ დახმარების მიღებაში, რომელიც უცხოელმა მეგობრებმა მოგვცეს

access_time2021-12-16 15:20:00

მგონია, რომ კორონავირუსის დროს თქვენმა პოლიტიკამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალა იმ დახმარების მიღებაში, რომელიც ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მოგვცეს, - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.



მან კობა გვენეტაძეს კითხვები ინფლაციასა და პანდემიის პირობებში საზღვარგარეთიდან მიღებულ დახმარებაზე დაუსვა.



„მე არ გახლავთ ფინანსისტი ან ეკონომისტი, მაგრამ მინდა თქვენთან გადავამოწმო ჩემი ცოდნა. მაგალითად, ინფლაციის შინაარსის, ტერმინის განმარტება მინდა გკითხოთ. თქვენს დოკუმენტში ამბობთ: - ის, რომ საზღვარგარეთ ფასები იზრდება სხვადასხვა საქონელზე, როგორიც არის საწვავი ან სასურსათო პროდუქტები, ეს გავლენას ახდენს ინფლაციაზეო. მე როგორ ვიცი ინფლაცია იცით? მე რომ ვყიდულობ ბენზინს და ჩემი ფული გადის, მე ცოტა ფული მრჩება ხინკლის საჭმელად. იმის გამო, რომ ხინკლის საჭმელად ცოტა ფული მრჩება, ეს ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მე ასე ვისწავლე ინფლაციის შინაარსი, რომ ეს არის მთელი აგრეგატი. მინდა დამიდასტუროთ ან უარყოთ, რამდენად სწორად ვიცი.




მეორე კითხვა - ჩვენ რომ დაგვეხმარნენ პანდემიის პირობებში უცხოელები, თავისი ფული რომ გამოგვიგზავნეს, დოლარები, მე რომ ავიღო ეს დოლარი, შემიძლია წავიდე და რაღაც ვიყიდო ანუ, ახალი პროდუქტი ვიყიდო ამ ფულით, რომელიც მანამდე არ მქონდა. თქვენ რომ ეს დაარეზერვეთ და ახალი ლარები დაბეჭდეთ, ეგ რანაირი დახმარებაა? ის ფული რითაც დაგეხმარნენ, რეზერვებში გაქვთ დაგროვებული. კითხვა მაქვს, გამოვიყენეთ ეს ფული დასახმარებლად? თქვენი რეზერვი როგორ ნიშნავს დახმარებას. მგონია, რომ კორონავირუსის დროს თქვენმა პოლიტიკამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალა იმ დახმარების მიღებაში, რომელიც ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მოგვცეს. ეს ფული თქვენ დაარეზერვეთ, ნაცვლად იმისა, რომ ამით მაგალითად, ლარი გეყიდათ“, - მიმართა მეგრელიშვილმა გვენეტაძეს.



საპასუხოდ, კობა გვენეტაძემ განმარტა, თუ რატომ ძვირდება მაგალითად, ხინკლის ფასი.



„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხინკალს მიირთმევთ და რითაც ის მზადდება, იმის ფასები გაიზრდება, ამ ფასების გაზრდასაც თავისი მიზეზები ექნება, მაგალითად, ფქვილის, ხორბლის ფასების გაზრდა. მოგეხსენებათ, ახლა ეს მაჩვენებლები ძალიან გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტის ფასიც გაიზრდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up