“ვაზიანის” ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში: მაყაშვილის მარნის ღვინომ ,,ხიხვი“  „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრანპრი (Grand Prix) მოიპოვა

“ვაზიანის” ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში: მაყაშვილის მარნის ღვინომ ,,ხიხვი“ „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრანპრი (Grand Prix) მოიპოვა

access_time2022-04-29 15:45:17

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Sakura Japan Women’s Wine Awards 2022, მაყაშვილის ღვინის მარნის „2019 წლის ხიხვი“ „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო უმაღლესი ჯილდო  - გრანპრის (Grand Prix) მოსაპოვებლად. 

 

„საკურას“  (Sakura Japan Women’s Wine Awards 2022),  კონკურსის უმაღლესი ჯილდო 30 მაისს, ტოკიოში, „მეღვინეობა ვაზიანის“დირექტორს, ნათია მეტრეველს,  კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიაზე - „Sakura Award“  საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.


საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 9rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2022) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც წელს ტოკიომ და ოსაკამ უმასპინძლა. აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მსოფლიოს 30 -ზე მეტი ქვეყნიდან, ღვინის მწარმოებელი ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას, ხოლო საკონკურსო ღვინოების რაოდენობა 4500 დასახელებას აღემატება.  კონკურსის ჟიური, იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე 430 ცნობილი ქალბატონებით - სომელიებით, ღვინის ექსპერტებით, მწერლებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საუკეთესო ღვინოს ბრმა დეგუსტაციის შედეგად ავლენენ.

 

 „ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ახალ ბაზრებზე დივერსიფიცირებისათვის, ვაზიანის პროდუქცია ექსპორტირებულია, როგორც იაპონიასა და ამერიკაში, ასევე,  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.  იაპონიაში „ხიხვის“ მორიგი გამარჯვება ხელს შეუწყობს არამარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და თავის დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე,” - აღნიშნა მეღვინეობა ვაზიანის დირექტორმა ნათია მეტრეველმა.



ვაზიანის ღვინოები იაპონიაში უმაღლესი კლასის სასტუმროებსა და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში იყიდება.


აღნიშნულ კონკურსში ვაზიანის ღვინოებმა არაერთხელ დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო “ბრილიანტი” (Diamond Trophy).  2017 წელს მაყაშვილის მარნის საფერავმა, ხოლო  2019 წელს ქისმა, უმაღლესი ჯილდოები, ბრილიანტები მოიპოვა.


გარდა ამისა, 2017 წელს ტოკიოში გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსზე „20th Japan Wine Challenge 2017“ მაყაშვილის მარნის ღვინოები „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“ ორი ოქროს მედალის მფლობელი გახდა. „ხიხვი 2016“-მა კი,  როგორც საუკეთესო თეთრიმა ღვინომ საქართველოდან, უმაღლესი ჯილდო, რეგიონალური „თასი“დაიმსახურა,. კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება და გალა ვახშამი, ქ. ტოკიოში გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up