დღეს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ლიფტის შახტში ჩავარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილი ქალი და კაცი - ცოლ-ქმარი ამოიყვანეს.
დამატებითი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისათვის არ ვრცელდება.