ვცდილობთ, ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემა განვავითაროთ - უჩა ვარამაშვილი

ვცდილობთ, ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემა განვავითაროთ - უჩა ვარამაშვილი

access_time2023-04-06 20:00:41

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ განკუთვნილია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში. მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის მიწოდება, იდეების გენერირება, ბიზნეს-პროექტის შექმნა, შემდეგ დაფინანსების მოპოვება და სამეწარმეო საქმიანობის დაწყება.


როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში პროექტის დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო დონორებიდან პროექტის ძირითადი დამფინანსებელია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“, ასევე კომპანია Mercy Corps-ი, ხოლო პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან - „ლიბერთი ბანკი“ და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.


„ჩვენ ვიწყებთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, ვცდილობთ, რომ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც არის თუნდაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, დევნილი, მაღალმთიან ზონაში მცხოვრები, მივაწოდოთ ინფორმაცია ამ შესაძლებლობის შესახებ. შემდეგი ეტაპებია - მათი რეგისტრაცია, საბაზისო სამეწარმეო ტრენინგის ჩატარება, იდეების გენერირება, შერჩევა და ამის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტის ავტორები სიღრმისეულ სამეწარმეო ტრენინგის სწავლებაზე ხვდებიან და ამ პროცესში ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნეს-გეგმის განვითარებაზე. გამარჯვებულები კი ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ თავიანთი იდეების რეალიზებისთვის“, - განაცხადა უჩა ვარამაშვილმა.


მისი თქმით, პროექტის დაწყებამდე, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ აღნიშნულ რეგიონებში, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, იყო არა მხოლოდ უმუშევრობის პრობლემა, არამედ მათ არც საგანმანათლებლო სერვისებზე ჰქონდათ წვდომა.



„საგანგაშო ციფრებია. ჩვენი პროექტი და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა არ არის საკმარისი და ვერ იქნება ამ პრობლემის გადამჭრელი. ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პროცესების დაწყებას და გაუმჯობესებას. წინა ნაკადზე 700-მა ადამიანმა მიიღო პროექტში მონაწილეობა. ინტერესი მაღალია ქალებისგან. რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, მიიღონ მონაწილეობა. დაახლოებით 800-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ ფაზაში“, - განაცხადა უჩა ვარამაშვილმა.


მისი თქმით, პროექტის დაფარვის ზონაში 18 მუნიციპალიტეტია და ცდილობენ, რომ ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემა განავითარონ.


„18 მუნიციპალიტეტია ჩვენი დაფარვის ზონა და ადგილზე 21 პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაცია გვყავს და 36 ტრენერი ამ მუნიციპალიტეტებიდან და ვცდილობთ ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემა განვავითაროთ“, - განაცხადა უჩა ვარამაშვილმა.


სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დირექტორ მანანა ქავთარაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთიანი პლატფორმა არსებობს, რომელიც ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურება.


 „ბევრი წელი დაგვჭირდა, რომ მივსულიყავით ამ პროცესამდე, რომ ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთიანობით პლატფორმა შექმნილიყო, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებოდათ, რომ მულტისექტორული მიდგომით რაღაც შედეგებზე გასულიყვნენ“, - განაცხადა მანანა ქავთარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up