ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა 2022 წლის სიტყვად „გაზლაითინგი“ დაასახელა. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, 2021 წელთან შედარებით ამ სიტყვის მნიშველობის მოძიებაზე მოთხოვნა 1740%-ით გაიზარდა.
„გაზლაითინგი“ განიმარტება, როგორც პიროვნების ფსიქოლოგიური მანიპულირება, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც აიძულებს მსხვერპლს ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი აზრების, რეალობის აღქმის ან მოგონებების მართებულობა და იწვევს დაბნეულობას, ნდობის და თვითშეფასების დაკარგვას, საკუთარი ემოციებსა და ფსიქიკური სტაბილურობაში დაეჭვებას და მოძალადეზე დამოკიდებულებას.
ლექსიკონის შემქმნელების თქმით, „დეზინფორმაციების საუკუნეში „გაზლაითინგი“ ჩვენი დროის სიტყვად იქცა“
2121 წელს Merriam-Webster-მა წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა.