„ველოდებით, რომ აშშ-ში დეკემბრის ბოლოსთვის  პირველი რისკ ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება“ - ზურაბ გურული

„ველოდებით, რომ აშშ-ში დეკემბრის ბოლოსთვის პირველი რისკ ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება“ - ზურაბ გურული

access_time2020-11-29 12:00:34

მოლოდინები, როდის დაიწყება ვაქცინაცია ამერიკაში და როგორ მიმდინარეობს მზადება - ამ საკითხებზე რადიო კომერსანტთან აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საუბრობს. მისი განცხადებით, ჰისპიტალური სექტორის გადატვირთვულობისგან დაცვა იყო აშშ-ს მთავარი სტრატეგია კოვიდ 19-თან ბრძოლის პირველი ტალღის დროს.


„აშშ-ში ველოდებით,რომ დეკემბრის ბოლოსთვის დაიწყება პირველი რისკ ჯგუფების ვაქცინაცია. ამერიკის ადმინისტრაციამ სერიოზული ინვესტიცია ჩადო ვაქცინის სწრაფად განვითარებისთვის. საუბარია სპეციალურ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციამ Pfizer-ს 1.9 მილიარდი დოლარი გადაურიცხა.


ვაქცინების წარმოება საკმაოდ ზარალიანი ბიზნესია, შეიძლება არ გაამართლოს და უზარმაზარი თანხები წყალში ჩაიყაროს. იმისთვის,რომ ადმინისტრაციას წაეხალისებინა ფარმაკოლოგიური კომპანიები და დაეჩქარებინა ვაქცინის წარმოება, საკუთარ თავზე აიღო დაფინანსება და კომპანიას საჩუქრად 2 მილიარდი დოლარი მისცა. სანაცვლოდ, 30 მილიონი დოზა უნდა გადასცემოდა ამერიკას უფასოდ. მე ფედერალურ კლინიკაში ვმუშაობ და ოფიციალურად მოგვივიდა ბრძანება, რომ გავემზადოთ ვაქცინაციისთვის, რაც გულისხმობს ლოჯისტიკურ მზადებას. ადმინისტრაცია, სანამ გადადგება (მოგეხსენებათ რომ ინაუგურაცია 20 იანვარს არის) ცდილობს,რომ საკუთარ მემკვიდრეობაში ჩაწეროს ეს ნაბიჯი.



პირველმა ტალღამ როდესაც დაარტყა ამერიკას, იყო მაქსიმალური მცდელობა იმისა,რომ ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა ჰისპიტალურ სექტორს. ჰოსპიტალური სექტორი არის სასრული ტევადობა და თუ გადაიტვირთე ძალიან, შეუძლებელი იქნება მძიმე ავადმყოფების მიღება და ყველას დაკმაყოფილება.


ყველაზე დიდი პრობლემაა ის,რომ ჰოსპიტალური სექტორი კატასტროფული სისწრაფით იტვირთვება. ამ პაციენტების დიდი ნაწილი არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას,“- აღნიშნავს ზურაბ გურული.


თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up