ველოდებოდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ადგილობრივ წარმოებას გარკვეული შეღავათები დაუწესდებოდა-ედიშერ მამალაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

ველოდებოდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ადგილობრივ წარმოებას გარკვეული შეღავათები დაუწესდებოდა-ედიშერ მამალაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

access_time2020-04-26 11:00:34

„ როგორც სოციალური გეგმა ნამდვილად იმსახურებს მოწონებას, თუმცა  კარგი იქნებოდა და ველოდებოდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ადგილობრივ წარმოებას გარკვეული შეღავათები ქონდეთ..“- ასე ეხმაურება ბიზნესმენი ედიშერ მამალაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას.

 

„მე ველოდებოდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მოწონება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც,  ადგილობრივ წარმოებას გარკვეული შეღავათები გაუკეთდა. მსგავსი  შემოთავაზება არ მომისმენია და ამას ველოდები, ვნახოთ რა იქნება სამომავლოდ. იმედია ბიზნესთან შეხვედრას დაგეგმავენ და ერთად განვიხილავთ კონკრეტულ პაკეტებს. სხვა კომპონენტებს რაც შეეხება ნამდვილად კარგი ნაბიჯებია, გადადგმული.

 

ვიღაცისთვის შეიძლება 200 ლარის ცოტაა, თუმცა ეს არის ბიუჯეტის შესაბამისად გაწერილი თანხა. ყველა სახელმწიფო იქცევა ისე რისი საშუალებაც აქვს და განცხადებები, რომ ინგლისში ამერიკაში ან ირლანდიაში უფრო  დიდი დახმარებები რიგდება, არის არაგონივრული რადგან ჩვენ სხვა ქვეყნების მსგავსი ეკონომიკა არ გვაქვს. პროპორციული შედარება უნდა მოვახდინოთ იმ ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ამის შემდეგ შევადაროთ ერთმანეთს. „-ამბობს ედიშერ მამალაძე.

 

ბიზნესმენი „კომერსანტთან“ საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ეკონომიკურზე მეტად გეგმა სოციალურს ეხება, რომელიც დღეს პირველ საფეხურზე დგას.


 

„დღეს ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და ეს კეთდება,  ბიზნესის დახმარებად კი მიმაჩნია ისიც, რომ უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას.

 

თუმცა აუცილებელია მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე მოიხსნას, რადგან მწარმოებლებს მოუწევთ იქირაონ ავტობუსები და უზრუნველყონ თავიანთი თანამშრომლების გადაადგილება, რაც დამატებით პროდუქციას  გააძვირებს. მე არ ვამბობ იმას, რომ ჰიგიენის ნორმები შეამსუბუქონ ის იგივე უნდა დარჩეს.“ -ამბობს ედიშერ მამალაძე.  

 

შეგახსნებთ, რომ 24 აპრილს  პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მლრდ 500 მლნ ლარს დახარჯავს. აღნიშნულიდან მოქალაქეზე ზრუნვასა და მათ სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 1 მლრდ 35 მლნ ლარი, ეკონომიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე 2 მლრდ 110 მლნ ლარი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბრძოლაში 350 მლნ ლარი.


ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up