ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტზე შესაძლოა ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს

ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტზე შესაძლოა ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს

access_time2022-07-18 20:00:18

საქართველოში ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტზე შესაძლოა ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს. პროექტის ინიციატორი ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  დამფუძნებელი გელა კვაშილავაა, რომელიც კერძო სექტორთან, ველომოყვარულებთან და ექსპერტებთან (მათ შორის საერთაშორისო) ერთად დოკუმენტზე მუშაობს.

 

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი საკნონმდებლო ინიციატივას პარლამენტში შემოდგომაზე დაარეგისტრირებს, რათა მისი განხილვა საშემოდგომო სესიებისთვის მოესწროს.

 

„პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტი (მათ შორის, ელექტრო ველოსიპედები) საქართველოში გაიაფდეს. ამაზე აქტიურად მუშაობენ როგორც ევროპის, ისე აზიის  და ლათინური ამერიკის ქვეყნები. მათ შორის, ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნული შეღავათი უკვე მოქმედებს.

 

პანდემიამ  დაგვანახა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. გარდა ამისა, საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანააა, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ქვეყანაში გაიაფდება ველოსიპედები,დაიწყება მისი წარმოება და მისი გამოყენების კულტურა ამაღლდება,“-აცხადებს კვაშლავა.

 


მისივე მტკიცებით, ამ კუთხით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ველოსიპედების საერთაშორისო ბრენდების მიერ საქართველოთი დაინტერსებას, მათი მხრიდან აქ წარმოებების დაფუძნებას, მცირე ბიზნესების გაჩენას, საზოგადოების დასაქმებას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და ასე შემდეგ.

 

„ჩემი სურვილია, რომ როდესაც ცვლილება ძალაში შევა, გაიხსნას ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენლობები, აქ მოხდეს ველოსპიდების აწყობა. აღნიშნული შეღავათი გაიზრდის იმპორტირებული ველოსიპედების ხარისხსაც, რადგან იმის გამო, რომ ხარისხიანი ძვირია, შემოდის დაბალი ხარისხის პროდუქტი. მიზანია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ველოსიპედების როგორც მოხმარების, ისე წარმოების დიდი ცენტრი,“-აცხადებს კვაშილავა.

 

კითხვაზე, დათვლილია თუ არა ის დანაკლისი, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ცვლილების ამოქმედების შედეგად მიიღებს, კვაშილავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ლიბერალური რეჟიმის ამოქმედების შედეგად უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ახლა. თუმცა, მისივე განმარტებით, აღნიშნულ კითხვაზე დეტალური პასუხი დოკუმენტზე მუშაობის დასრულების  და პარლამენტთან შეთანხმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

ინიციატივას „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის ამოქმდება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე წარმოებების გაჩენას, რაც ეკონომიკისთვის მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

 

„ჩვენ დღეს იმპორტიორები, როდესაც საქართველოში შემოგვაქვს ველოსიპედი ან მისი ნაწილი, ვიხდით როგორც დღგ-ს, ისე იმპორტის გადასახადს. მაგალითად, გერმანიაში ველომწარმოებელი იმპორტის გადასახადს არ იხდის. ახლა კი იქ საუბარია, რომ დღგ-ც აღარ გადაიხადონ. ამ გზით მიდის თითქმის მთელი მსოფლიო. თუ საქართველოც ამ გზით წავა, ქვეყანში  ველოსიპედები მინიმუმ 18%-ით გაიაფდება, ამას კი მომხმარებელი თავის ჯიბეზე იგრძნობს ,“-აცხადებს კიკნაველიძე.


Business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up