„ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიხსნა

„ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიხსნა

access_time2022-09-07 14:55:09

„თბილისის შ.რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში“ „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა. ამერიკის საელჩოსთან ახალგახსნილი „ვენდის“ შემდეგ, ეს რესტორანი მეორეა, რომელიც განსხვავებული ერგონომიკით, ახალი ტექნოლოგიებით, 24 საათი უმასპინძლებს სტუმრებს.


„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, “ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე, „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.


„საქართველოში „ვენდის“ ბრენდირებული რესტორნების ქსელის განვითარების პირველივე დღიდანვე ჩვენი ამოცანაა მუდმივად დავიცვათ კომპანიის მთავარი დანაპირები, რომელიც 1969 წლიდან უცვლელია: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში „დანკინის“ შემდეგ „ვენდის“ გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისთვისაც ყოველთვის ახალი, გაუყინავი ხორცით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ბურგერები, გამორჩეულად გემრიელი პიცების მრავალფეროვანი არჩევანი და არომატული ყავები ცხოვრების ხშირი თანამგზავრია. „ვისოლ ჯგუფისთვის“ განსაკუთრებულად საამაყოა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების მომსახურება „ვენდის“, „დანკინისა“ თუ „სმარტის“ ობიექტებში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორები მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას ჩვენს ბრენდებთან ერთად კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობენ და სასიამოვნო ემოციები დიდხანს გაჰყვებათ „ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.


„დანკინის“ ამერიკული რესტორანი და „სმარტის“ სუპერმარკეტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიცაა წარმოდგენილი. „ვენდისა“ და „დანკინის“ ფორმატში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგახსნილი ობიექტი 76-ე რესტორანია. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელის ოპერატორია და 2025 წლისათვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150 რესტორანის მართვას გეგმავს. უახლოეს მომავალში „ვენდის“ რესტორნები სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც გაიხსნება.



(R)











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up