„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის 7 ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის 7 ჯილდო მიიღო

access_time2022-06-14 10:25:55

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის 7 ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის, მომხმარებლისთვის უმაღლესი  ხარისხის საკვების მიწოდების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის ერგო. „ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურ დირექტორს გიორგი მშვილდაძეს კი გადაეცა ჯილდო საქართველოს ბაზარზე „ვენდის“ განვითარებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო მენეჯერი ჯეიმს გესიკი, საერთაშორისო ფინანსური მენეჯერი ბრენდონ გატრი, საერთაშორისო დეველოპმენტ მენეჯერი გაურავ ნარაინი,"ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე და"ვენდის" საერთაშორისო ხარისხის  მენეჯერი სინიშა ლუბიჩიჩი დაესწრო .





“ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, Wendy's სტანდარტების შესაბამისი კულტურის დანერგვით თანამშრომლებსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით და თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით. ჩვენ გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომდაგენლობას მიღწეული შედეგებისთვის 7 ჯილდო გადავეცით.” განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.


"ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით: „საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის,  პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისთვის ჯილდო, ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა".


„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში “ვენდის" განვითარება 2013 წელს დაიწყო. დღესდღეობით „ვენდის“ 12 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით 2015 წლიდან ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვენდი“ საქართველოში ქსელის კიდევ 5 რესტორნით გაზრდას გეგმავს.


(R)



თეგები:
ვენდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up