წვიმის ნაკლებობის გამო ვენეციის არხები შრება. ზოგიერთ მათგანს გონდოლების გადაადგილება აღარ შეუძლია. იტალია კიდევ ერთი გვალვის პერსპექტივის წინაშე დგას, ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მშრალი ზამთარი აჩენს შიშს, რომ იტალიას კიდევ ერთი გვალვა ემუქრება. მეცნიერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების თქმით, ამ სეზონზე ალპებში თოვლის მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები მოვიდა.
იტალიის მდინარეები და ტბებიც განიცდიან წყლის მწვავე დეფიციტს. იტალიის ყველაზე გრძელ მდინარე პოს, რომელიც ალპებიდან ჩრდილო-დასავლეთით ადრიატიკამდე მიედინება, 61%-ით ნაკლები წყალი აქვს.