ვენეციაში შესვლაზე აკრძალვის გამო იტალიის მთავრობა საკრუიზო კომპანიებს კომპენსაციას გადაუხდის

ვენეციაში შესვლაზე აკრძალვის გამო იტალიის მთავრობა საკრუიზო კომპანიებს კომპენსაციას გადაუხდის

access_time2021-12-08 18:30:00

იტალიის მთავრობა ვენეციის ნავსადგურში დიდი გემების შესვლის აკრძალვის გამო, საკრუიზო კომპანიებს კომპენსაციის სახით 57,5 ​​მლნ ევროს გადაუხდის. ინფორმაციას The Local ავრცელებს.



ახალი წესები ძალაში აგვისტოში შევიდა, რაც წლობით მიმდინარე კამპანიას მოჰყვა, რომ გიგანტური ლაინერები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ქალაქს გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ.



ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 30 მლნ ევრო არის გამოყოფილი საკრუიზო კომპანიებისთვის, რომლებმაც „მარშრუტების შეცვლისა და მგზავრებისთვის გაუქმებული რეისებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გამო, ხარჯები გასწიეს“. დამატებითი 27,5 მლნ ევროდან, 5 მლნ ევრო წელს, დანარჩენი კი 2022 წელს ტერმინალის ოპერატორსა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე გამოიყოფა.




ვენეციის ცენტრში დიდი საკრუიზო გემების გადაადგილებაზე აკრძალვის გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ UNESCO-ს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. სხდომაზე უნდა განეხილათ გადაშენების პირას მყოფი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ვენეციის დამატების საკითხი, რასაც UNESCO საკრუიზო გემებთან დაკავშირებით იტალიის მთავრობის უმოქმედობას აბრალებდა.



მთავრობის გეგმის მიხედვით, საკრუიზო გემებს ვენეციაში შესვლა სრულად არ ეკრძალებათ, თუმცა უდიდესი გემები სან მარკოს აუზს, ასევე, სან მარკოსა და ჯუდეკას არხებს ვეღარ გაივლიან. ამის ნაცვლად, ისინი მარგერას სამრეწველო პორტში შევლენ. თუმცა გეგმის ზოგიერთი ასპექტი გაურკვეველი რჩება, რადგან მარგერას პორტის ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.



ამჟამად სან მარკოსა და ჯუდეკას არხებზე მხოლოდ მცირე ზომის საკრუიზო გემები ოპერირებენ.


bpn.ge




თეგები:
ვენეცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up