ვენესუელა ნავთობს და ოქროს ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროს სანაცვლოდ გაყიდის. გამოცემა El Nacional-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის დეფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვყიდით პეტროს სანაცვლოდ რკინას და ფოლადს. გვაქვს გაფორმებული კონტრაქტები ნავთობით, ფოლადის, რკინისა და ალუმინის გაყიდვაზე. გარდა ამისა, პეტროს სანაცვლოდ გავყიდით ქვეყანაში მოპოვებული ოქროს ნაწილსაც“, - განაცხადა მადურომ.
მისივე თქმით, ვენესუელა წარმატებით ნერგავს კრიპტოვალუტას მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დეკემბერში პენსიონერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა საახალწლო დანამატები პეტროში მიიღეს.
კრიპტოვალუტა პეტროს შექმნა მადურომ 2017 წლის ოქტომბერში დააანონსა, მისი გაყიდვა კი 2018 წლის თებერვალში დაიწყო. პეტროს ღირებულება ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის ერთი ბარელის ფასზეა მიბმული.
წყარო: imedinews.ge