„ვერ დამისახელებთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო“- ირაკლი ქარსელაძე ხიდის დანგრევის თემას ეხმაურება

„ვერ დამისახელებთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო“- ირაკლი ქარსელაძე ხიდის დანგრევის თემას ეხმაურება

access_time2023-02-27 18:55:33

„ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. რაც მოხდა სამტრედია-გრიგოლეთში, ეს იყო ბურჯის დაზიანება, რამაც გამოიწვია მასზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და შესწავლის დასრულებამდე შეუძლებელია რამე კონკრეტული მიზეზის თქმა,ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ, მიზეზების დადგენის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მოხდა აღნიშნული“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ფარგლებში მშენებარე ხიდის მალების ჩამოწოლის შემთხვევა არ იძლევა ხარისხის თემის განზოგადების საფუძველს. სამინისტროს პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით და ზედამხედველობით, მათ შორის, ხარისხის ნაწილში და ყველა, როგორც მიმდინარე, ისე ჩაბარებულ სამუშაოზე იწარმოება ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი დოკუმენტაცია.


„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, მშენებარე ხიდი. არც ხიდი და არც ობიექტიექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა რომ მშენებარე ობიექტია, არავინ დაშავებულა, ვინაიდან სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისეპასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურებისნაწილში.


„ამასთან,ეს საკითხიც გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც თავის მხრივ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. თუმცა,მთავარია შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამხარაულის ექსპერტიზისბიურო, შესაბამისი სპეციალისტები. ჩატარდება შესწავლა და აუცილებელი ღონისძიებები რათა სრულად იქნას დადგენილი ყველა მიზეზი, რამაც ეს გამოიწვია. ეს არის პირველი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, პირადად გახლდით, ვნახე და, რა თქმაუნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოპერატიული რეაგირება და საფუძვლიანი შესწავლა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up