გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიაჰოლდინგ NBR-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, მე ასეთ სურვილს ვერ ვხედავ“, – განაცხადა კანცლერმა ჟურნალისტთან საუბრისას.
შოლცის თქმით, გერმანიის ეკონომიკა ენერგოდეფიციტს არ განიცდის და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დამსახურებით შესაძლოა, უახლოეს მომავალში 1950-1960 წლების ზრდის ნიშნულს მიაღწიოს.