„ვერც ეს და ვერანაირი სხვა მთავრობა ლარის კურსს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერაფრით გაამყარებს“ – გიორგი ქობულია

„ვერც ეს და ვერანაირი სხვა მთავრობა ლარის კურსს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერაფრით გაამყარებს“ – გიორგი ქობულია

access_time2020-11-14 10:00:30

„ვერც ეს და ვერანაირი სხვა მთავრობა ლარის კურსს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერაფრით გაამყარებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.


მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ტოტალურად ჩაგვივარდა ეკონომიკის ძირითადი სექტორი - ტურიზმი, რომელსაც დოლარი შემოჰქონდა.


„დოლარი რომ ბევრად ნაკლები შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ლარისთვის უდიდესი დარტყმაა. ნახტომებით გაუფასურება და გამყარება დღეების განმავლობაში იმის შედეგია, რომ ვალუტის პატარა ბაზარი გვაქვს და რაღაც მომენტში, ლარის გაყიდვა ან ყიდვა დიდი ორგანიზაციის მიერ, იწვევს ასეთ ნახტომებს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფუნდამენტალურად, არ უნდა შევხედოთ ერთი, ორი და სამი თვის შედეგებს, არამედ უნდა ვნახოთ გასაშუალებული შედეგები წლების განმავლობაში.



ლარი საშუალოდ გაუფასურებული იქნება, ეკონომიკა ჩავარდნილია და ასევე ძირითადი ვალუტის შემომტანი სექტორი ფაქტიურად აღარ არსებობს. ეს რთული საკითხია, ბევრს არ ესმის და ამით სპეკულირებს. ეროვნულ ბანკს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ეს სიტუაცია აკონტროლოს. ეროვნულ ბანკს მხოლოდ ტაქტიკური ინსტრუმენტი აქვს, და არა ბერკეტი, ამიტომ ვერც ეს მთავრობა და ვერანაირი სხვა მთავრობა ლარის კურს ვერაფერით გაამყარებს მოკლევადიან პერსპექტივაში. ლარის კურსის გასწორება და გამყარება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკის ფუნდამენტური განვითარების შედეგად. საჭიროა აღდგეს ტურიზმი, შევქმნათ საწარმოები, გავიტანოთ საქონელი, დავასაქმოთ ხალხი - მხოლოდ ამის შემდეგ გამყარდება ლარი, დანარჩენს ვერაფერს გავაკეთებთ. თუ ვინმეს ჰგონია,რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია ვალუტა გაყიდოს და ამით ის საბოლოოდ გაამყაროს - ეს არის დიდი შეცდომა, ვალუტის გაყიდვა შესაძლებელია ტაქტიკურად, მცირე რაოდენობით. რეგულარული ვალუტის გაყიდვა ლარის კურსს გაამყარებს, მაგრამ თანხები სწრაფად დამთავრდება და როცა ეს მოხდება, ლარი დოლართან მიმართებაში 3.3 ან 3.4 კი არ გახდება, უცბად შეიძლება 30 ლარი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ქობულიამ.


ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თვლის, რომ ეროვნული ბანკი თავისი ინსტრუმენტებით ძალიან შეზღუდულია, იმისათვის რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობა ფუნდამენტურად ჩავარდნილია.


„რა პოლიტიკასაც მიჰყვება ეროვნული ბანკი თავის საფუძვლებში სწორი პოლიტიკაა. ინსტრუმენტები რომელსაც იყენებს ეროვნული ბანკი, არის რეფირანსირების საპროცენტო განაკვეთები - ეს არის ინსტრუმენტი რომელიც აკონტროლებს ფულის რაოდენობას ეკონომიკაში და იძლევა მხოლოდ ნაწილობრივ საშუალებას ინფლაციის კონტროლის. აქაც ძალიან შეზღუდულია ეროვნული ბანკი თავისი ინსტრუმენტებით, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს, ვინაიდან ფუნდამენტურად ჩავარდნილია ეკონომიკური საქმიანობა. არ შემოდის ტურისტი, არ შემოდის ვალუტა და არ გვაქვს საწარმოები, რომლებიც დააკომპენსირებს ამ ჩავარდნას“, - განმარტავს გიორგი ქობულია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up