ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

access_time2020-05-30 10:00:22

ყოველთვის ეგონა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა. ოთო მენაბდიშვილი შვიდი წლიდან ვარჯიშობდა, “ნორჩი დინამოელიც” იყო და პროფესიონალურ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოულოდნელად ტრავმა მიიღო და შუაგულ ვერიდან – სოფელ ხაშმში გადაინაცვლა, სადაც ოჯახური ტრადიციის გაცოცხლებას მიჰყო ხელი. დღეს მეღვინეა. ოცი წლის ოთო მენაბდიშვილი “თედო პაპას მარანსაც” უძღვება, სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე, “ლიბერთი” ბანკშიც ასწრებს მუშაობას. ვაზის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ოთოს და ღვინის ამბავი  ცამეტი წლის ასაკიდან იწყება, როდესაც ჯერ დიდმა ბაბუამ, შემდეგ კი თედო პაპამ, ღვინის კულტურას აზიარეს. რომ არა ბედის მოულოდნელი შემობრუნება, ალბათ, ესპანეთში წავიდოდა დეიდასთან და თავს დიდ ფეხბურთს მიუძღვნიდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ, ფორმაში ვეღარ შეძლო ჩადგომა და ამ სპორტზე გული აუცრუვდა. სწორედ აქედან იწყება მისი დაბრუნება ფესვებთან, იქ, იმ მომენტში, როცა დიდი პაპა პირველად შეუძღვა საუკუნოვან მარანში.

 

KTW:

 

“ტრავმის გამო პატარა დეპრესიაც რომ მქონდა, იმ პერიოდში, ახლობელმა შემომთავაზა ველისციხეში, KTW-ში (“კახური ტრადიციული მეღვინეობა”) მუშაობა, მეღვინის ასისტენტად. მინდოდა, გადამეტანა ყურადღება, დეპრესიისთვის დამეღწია თავი და დამოუკიდებლად მესწავლა ცხოვრება. ველისციხეში მარტო რომ ვიყავი, თავიდან გამიჭირდა ცხოვრება – ვერავის ვხედავდი, ვერც მეგობარს, ვერც ოჯახის წევრს, მაგრამ დავძლიე და ექვსი თვის განმავლობაში ვიმუშავე.

 

…როცა რთველი იწყება, 24 საათის განმავლობაში ქარხანა არ ჩერდება. რთველამდე ორი თვით ადრე ჩავედი და ამ მეღვინემ ყველაფერი მასწავლა, რომ ღვინის ხარისხი მეკონტროლებინა. ვისწავლე ყურძნის გარჩევა და როცა უწამლის ქინძმარაულად გასაღებას ცდილობდნენ (რაც დიდი ზარალია ქარხნისთვის), მე ეს უნდა აღმომეჩინა. თავზე ვადექი, ბლანშერში რომ იყრებოდა ყურძენი და თვალს ვადევნებდი, შიგნით სხვა ჯიშის ყურძენი არ მოხვედრილიყო,” – გვიამბობს ოთო მენაბდიშვილი.

 

თუმცა, როგორც თავად ამბობს, საოჯახო მეღვინეობა ქარხნისგან დიდად განსხვავდება და თეორიული და პრაქტიკული ცოდნისთვის, კვლავ საკუთარ სოფელს მიაშურა:

 

“ჩემთან, სოფელში კარგ მეღვინეებთან დავიწყე კონსულტაციები, წავიკითხე ძალიან ბევრი ლიტერატურა და იქიდან ვისწავლე. საბჭოთა კავშირის დროს გამოსულია ძალიან ბევრი წიგნი მეღვინეობაზე. ორი ენციკლოპედია წავიკითხე ღვინოზე. ეს ლიტერატურა ელექტრონულად მომაწოდა მეგობარმა მეღვინემ, ნაბეჭდ წიგნებს ვეძებდი ბუკინისტებში და ყველგან, მაგრამ ვერსად  ვიშოვე.”

 

ღვინის სიყვარულმა ხარისხის შეგრძნება გამოუმუშავა:

 

“ძალიან მინდოდა დამეყენებინა ისეთი ღვინო, რომლის შეტანაც არ გამიჭირდებოდა მაღაზიაში და არც ევროპის ქვეყნებში. ევროპის ხარისხამდე კიდევ სამუშაო მაქვს, უნდა განვვითარდე. პირველ რიგში, ჩემი ღვინო მე უნდა მომეწონოს ამ დონეზე. საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ და სხვა მეღვინეები და სომელიეებიც მაძლევენ რჩევებს. ამ საქმეს დიდი ყურადღება უნდა, ერთ პატარა ბაქტერიასაც კი სერიოზულად შეუძლია შენი მთელი წლის მოსავლის განადგურება.”

 

ოთომ, ხაშმში, ბიზნესის განსავითარებლად დიდი სამოქმედო არეალი დაინახა, უფრო მეტი, ვიდრე თბილისში. უკვე აპირებდა კიდეც სერიოზულად ჩართულიყო მეღვინეობაში, როცა გარდაიცვალა თედო პაპა. ამ ტკვილმა ოთოს გადააწყვეტინა, ბაბუისთვის პატივის მისაგებად, მარანი თედო პაპას სახელთან დაეკავშირებინა – ადამიანთან, რომელმაც ვაზის კულტურა მემკვიდრეობით გადმოსცა შვილიშვილს და ღვინის დაყენება ასწავლა.

 

“მეღვინეობაში ჩართვა KTW-ის ამბების დროს გადავწყვიტე. უკვე ვაპირებდი განმეახლებინა მარანი. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში ბაბუა გარდამეცვალა. ვეცადე, არ დამეკარგა მისი მემკვიდრეობა და თედო პაპას სახელიც შემენარჩუნებინა. დავიწყეთ საბჭოთა კავშირის დროს გალესილი კედლების ჩამოყრა და ძველი ქვა გამოვათავისუფლეთ. იატაკზე დასხმულ ბეტონს ვერაფერი ვუქენით და ქართული აგურით მოვაპირკეთეთ. ახლობლებმა და მეგობრებმა ძველებური ნივთები მაჩუქეს და ქართულ სტილში მოვაწყე აქაურობა.


 

ეს მარანი არის მე-19 საუკუნის. ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ თავადი ჩოლოყაშვილები. მათ აჩუქეს ეს მარანი ჩემს დიდ ბებიას, სადაც უკვე ჩემმა დიდმა ბაბუამ სახლი ააშენა. შემდეგ, ამ ადგილას მთელი სოფელი წურავდა მოსავალს. საბჭოთა პერიოდში ძალიან დაუმახინჯებიათ აქაურობა, გაჯით გაულესავთ და მარანსაც პირვანდელი სახე დაუკარგავს.”

 

 

ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, წარმოების გარდა, პროდუქტის გაყიდვაა. თუმცა, ოთოს ამის ალღოც აღმოაჩნდა:

 

“ველისციხეში ჩემს ახლობელს აქვს დიდი და კარგად გაკეთებული მარანი და რომ ვხედავდი იქ ტურისტების აქტიურ მიმოსვლას, როგორ მოსწონდათ იქ დაგემოვნებული ღვინო, მივხვდი, რომ ყურძნის ქარხანაში ჩაბარებას, სჯობდა ბოთლებში ჩამომესხა და ისე გამეყიდა ღვინო – ასე უფრო მოგებიანია.

 

რაკი მინდოდა ღვინო სახლიდან გამეყიდა, ჯერ ჩემ მეგობარ გიდებს მოჰყავდათ ტურისტები ჩვენთან. შემოვიარე ტურისტული სააგენტოები, ჩავედი ძველ თბილისში, სადაც ბევრი გიდი დგას, ფეისბუკ ჯგუფებიდან გავიცანი ბევრი გიდი და მათაც დაიწყეს ჩვენთან ტურისტების აქტიურად მოყვანა.”

 

როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, გადაწყვიტა მეღვინეობაზე ჩაებარებინა. სასურველ სპეციალობაზე ვერ მოხვდა, თუმცა, მაინც მოახერხა საკუთარი პროფესია საყვარელ საქმესთან დაეკავშირებინა:

 

“თავიდან აგრარულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ქულები არ მეყო და მოვხვდი ღია უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩემთვის იმითაცაა საინტერესო, რომ არ მომიწევს ერთ სივრცეში ყოფნა და სულ მოძრაობაში ვიქნები. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე გასვლაშიც, ვფიქრობ, დამეხმარება. რამდენიმე თვეა, პატარ-პატარა ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩინეთის ბაზარზე გავიტანოთ ღვინო. სამომავლოდ, ვაპირებ კონფლიქტოლოგიის არჩევას. ჩემი პროფესიის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივას ვხედავ.  შემდეგ, მაგისტრატურაზე, მეღვინეობის მიმართულებით მინდა წასვლა.”

 

საქმესაც ცნობისმოყვარეობით ეკიდება და ხაშმის ისტორიაზეც დიდი ემოციით შეუძლია საუბარი:

 

“ხაშმის საფერავს ვაყენებ, რადგან მთელ საქართველოში, ხაშმის საფერავი საუკეთესოა. ხაშმს ძველად კაწარეთი ერქვა. სოფლის დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება, აქ ვაზის გაშენება კი – თამარ მეფეს. ომში გამარჯვების შემდეგ, თამარ მეფემ ხაშმში ეკლესია ააშენა და დავითგარეჯიდან ჩამოყვანილ ბერებს ვაზის გაშენება დაავალა. სწორედ ბერებმა ასწავლეს ხაშმელ გლეხებს ვაზის მოვლა, ღვინის დაყენება და სოფელში ეს კულტურა თანდათან გავრცელდა.

 

ხაშმის საფერავს, ილია ჭავჭავაძეც ძალიან აქებდა თავის ნაწერებში. იმასაც გეტყვით, რითაა განსხვავებული ჩვენი ღვინო. ჩვენთან არის ასეთი მდინარე – ლაფიანხევი. მდინარეს ყოველი მორწყვის დროს ძალიან სასარგებლო მინერალები შეაქვს ვაზში. თანაც, თავად კლიმატიც უჩვეულოა. სოფელი რამდენიმე მიკროზონად არის დაყოფილი, სადაც სულ განსხვავებული მიკროკლიმატია.”

 

კახეთში მეღვინეობით ბევრია დაკავებული და როდესაც კონკურენციაზე ვკითხე, დაფიქრების გარეშე მიამბო იმ უპირატესობაზე, რაც სოფელ ხაშმსა და იქაურ ღვინოს გამოარჩევს:

 

“ხაშმი თბილისიდან, უფრო ზუსტად კი, ვერაზე ჩემი სახლიდან 45 კილომეტრშია. პირველი სოფელია, კახეთში რომ მიდიხარ. ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია, მდინარეებია, ტბებია. ჩოლოყაშვილების სასახლე, ძველი ტაძრები… მდებარეობის გარდა, თავად ხაშმის საფერავიც სავიზიტო ბარათია – ნებისმიერ კარგ მეღვინეს რომ უხსენოთ ხაშმის საფერავი, დაგიდასტურებთ, რომ გამორჩეულია.”

 

პანდემიის კრიზისული პერიოდი “თედო პაპას მარნის” გაყიდვებზეც აისახა, მაგრამ უკვე აქვს გეგმა სამომავლოდ:

 

“ვერაზე გავიზარდე და მე და ჩემი მეგობრები ბევრს ვიცნობთ, ვინც საკუთარი ღვინის ბარი ან მაღაზია გააკეთა. აქამდე, ძირითადად, ღვინოს სახლიდან ვყიდდი, ჩემთან მოსულ ტურისტებზე. თუმცა, პანდემიის ამბების შემდეგ, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და მინდა, რომ თბილისის ბევრ და კარგ მაღაზიაში შევიტანო.

 

ბევრის მსგავსად, მეც ვაპირებ ონლაინ გაყიდვებზე გადასვლას და იქნება სახლში მიტანის სერვისიც. თუმცა, ვიმედოვნებ, მალე დაიწყებენ ტურისტები მიმოსვლას.

 

ამას გარდა, ვაკეთებთ ღვინის ძალიან კარგ საცავს. ვფიქრობ, მალე მოვახერხებთ ექსპორტზე გასვლას, თუნდაც, მცირე რაოდენობით.”

 

 

MARKETER


თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up