აშშ-ში, ერთ-ერთი უმსხვილესი კავშირგაბმულობის ოპერატორი Verizon-ი კომპანიებს Yahoo-სა და AOL-ს ყიდის. გარიგების საწყისი ფასი $5 მილიარდია. ამის შესახებ პრეს-რელიზს Verizon-ი ავრცელებს.
Verizon-მა Yahoo და AOL 2015-2017 წლებში $9 მილიარდად იყიდა. კომპანიის გათვლებით, ამ პლატფორმებს Amazon, Facebook და Google უნდა ჩაენაცვლებინა და ინტერნეტრეკლამის ბაზარზე დომინანტი გამხდარიყო, თუმცა Verizon-ის პროგნოზი არ გამართლდა და უკვე 2018 წელს კომპანიამ მედიაჰოლდინგის ვალების გადახდა დაიწყო.
გარიგება 2021 წელს უნდა დასრულდეს. Verizon-ი მედიაჰოლდინგში 10%-იან წილს შეინარჩუნებს.
Verizon-ის აქციებზე ფასი, ნიუ-იორკის ბირჟაზე 0,42%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც მედიაჰოლდინგის გასაყიდად გამოტანის შესახებ გახდა ცნობილი.
imedinews.ge