დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახების განსახლების მიზნით მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, კომისია თბილისში რეგისტრირებული ვეტერანი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს.
ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს ორი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.