„ვეუბნებოდით, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით... აჰა, შედეგი სახეზეა“   - ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე

„ვეუბნებოდით, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით... აჰა, შედეგი სახეზეა“ - ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე

access_time2022-07-12 17:45:53

„ორწლინახევრის წინ, ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით. ახლა ეს მაკროეკონომიკაა და რყევები ყოველთვის არის, ყველაფერს და ყველას შეიძლება დააბრალო, ჯერ თურქეთს ვაბრალებდით, მერე რუსეთს... ახლა რაღას დავაბრალოთ?! ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ვერ დაიჭერ, ვეუბნებოდით და აჰა, შედეგი სახეზეა. 14%-იანი ინფლაციაა“,- ამის შესახებ „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


აღნიშნულით მან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკა შეაფასა.



ძირითადი თემა მაინც ეროვნული ბანკია და არის ყველანაირად ხელისშემშლელი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადად ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის. უბრალოდ დაუჯერებელი თემაა, როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეხვედრაზე აკეთებს განცხადებას, რომ ყველაზე ცუდი, რაც მას გაუკეთებია, თავისი 7-წლიანი მმართველობის პერიოდში (პრაქტიკულად დაგვცინა), საბანკო სექტორის სავალდებულო რეზერვები შევამცირე 30-დან 25-მდეო. თუ გახსოვთ, ეს იყო გახარიას პერიოდში, მთელი ბიზნესის მოთხოვნა იყო, რომ ეკონომიკაში გაეშვათ თანხა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ფუჭდებოდა ლარი მნიშვნელოვნად.


გვინდოდა, რაღაც შეღავათი ყოფილიყო და „ფრეშ“ ფული გამოჩენილიყო. მთელი ბიზნესის თხოვნა რაც იყო, გააკეთა (თუმცა ჩვენ ბევრად მეტს ვითხოვდით) და ეს დაასახელა როგორც ყველაზე ცუდი, რაც გავაკეთეო. სასაცილო არ არის?! რა უნდა დავამატოთ ახლა ამას?! ორწლინახევრის წინ, ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით... ახლა ეს მაკროეკონომიკაა და რყევები ყოველთვის არის, ყველაფერს და ყველას შეიძლება დააბრალო, ჯერ თურქეთს ვაბრალებდით, მერე რუსეთს... ახლა რაღას დავაბრალოთ? ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ვერ დაიჭერ, ვეუბნებოდით და აჰა, შედეგი სახეზეა. 14%-იანი ინფლაციაა. ჩვენ ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკებით ვინმეს. უბრალოდ, შარშან, შარშანწინ, თვეების განმავლობაში რამდენი მსჯელობა და შეხვედრა დასჭირდა იმას, რომ დაგვერწმუნებინა ეროვნული ბანკი, ცალმხრივი ინვესტიციები დამღუპველია ქართული ეკონომიკისთვის, ანუ ის აფუჭებდა ლარს მიზანმიმართულად და ამას არ მალავდა. ამოიღო 300 მლნ, 400 მლნ... ჩვენ კიდევ ვეუბნებოდით, არ შეიძლება, ეს არის ტოტების მტვრევასავით, ჯერ ნაყოფი მიიღე. შეგიძლია ამოიღო რეზერვების შესავსებად მცირე თანხები და არა ისე, რომ ლარზე ზემოქმედება მოახდინო. ამიტომ, აშკარაა და ნათელია, რომ არ იყო სწორი პოლიტიკა“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up