„ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია“ - როგორ აფასებენ მეღვინეები შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნას

„ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია“ - როგორ აფასებენ მეღვინეები შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნას

access_time2023-02-14 21:00:57

„შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნა სწორი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ცოტა ადრე უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ხალხს მომზადება მოესწრო“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“  „ჯაყელების მარნის“ მფლობელმა ზაზა ჯაყელმა ისაუბრა. ზაზა ჯაყელის თქმით, დახლებზე ძალიან ხშირად ხვდება გაურკვეველი წარმომავლობის ღვინო, რომელიც მთლიანობაში უტეხს სახელს ღვინის სექტორს.

 


„ერთადერთი აქ დროის ფაქტორია, სხვა შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი ღვინო იყო დახლზე, რომელიც არავინ არ იცოდა საიდან მოდიოდა, მერე ფაქტორი არის ის, რომ შემდეგ ცუდი ღვინო სახელს უტეხს მთლიანად ქვეყანას და არა რომელიმე მეღვინეს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ღვინო ლაბორატორიულად შემოწმებული უნდა იყოს, მე პრობლემა  არ  მაქვს, რადგან ჩემი ღვინო, რომელიც ექსპორტზე გადის, ადგილობრივ  დახლებზეც იგივეა წარმოდგენილი. ამიტომ ეს საბუთი მე ავტომატურად მაქვს აღებული“, - აღნიშნა ზაზა ჯაყელმა.

 

 

შესაბამისობის  სერტიფიკატის მოთხოვნას დადებითად აფასებს „ნათენაძის ღვინის მარნის“  დამფუძნებელი გიორგი ნათენაძეც, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო ადრეც უნდა ამოქმედებულიყო.

 


 

„ამისთვის ნებისმიერი მარანი მზად უნდა იყოს, პროცესი ცოტა ადრეც უნდა დაწყებულიყო, ვფიქრობ, რომ  ეს ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა გიორგი ნათენაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ალკოჰოლიანი სასმელების სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების  საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს შესაბამისობის სერტიფიკატი მოსთხოვონ და ისე მოახდინონ რეალიზაცია. პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up