„ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს დაახლოებით 50%-მდე მაინც გავზრდით“ - ოთარ შამუგია

„ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს დაახლოებით 50%-მდე მაინც გავზრდით“ - ოთარ შამუგია

access_time2022-06-16 12:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონალურ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა.


შეხვედრაზე მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საკითხს.


მინისტრმა ქვეყანაში ხორბლის წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გეგმავს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები განახორციელოს, რომელიც ხორბლის წარმოებისა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.


„არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროში ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შევძლებთ, მომავალი წლების განმავლობაში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდე მაინც გავზარდოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება. რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტმა, დაახლოებით, 1 მლნ ბოთლი შეადგინა.


მაიკლ ფრენკომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) გეგმავს საქართველოს ხორბლის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს. მაიკლ ფრენკომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ საქართველოში განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ USDA ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.


შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up