ჯანდაცვის კომიტეტში ბევრს ფიქრობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა დააკლეს პანდემიის მართვის პროცესს

ჯანდაცვის კომიტეტში ბევრს ფიქრობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა დააკლეს პანდემიის მართვის პროცესს

access_time2021-11-17 10:00:45

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უფრო რთულდება. 16 ნოემბერს კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 83 ადამიანი ემსხვერპლა.  ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვირუსთან ბრძოლაში არაეფექტური აღმოჩნდა - რამდენჯერმე ამოქმედებულმა ლოკდაუნმა, დახურულმა დაწესებულებებმა და გაჩერებულმა ტრანსპორტმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩავარდა ვაქცინაციის პროცესიც, ქვეყანაში სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები ადამიანია აცრილი. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ მდგომარეობაზე? „კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძესთან.



— გარდაცვლილების რიცხვი ყოველდღე იზრდება, როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას?


ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია. შესწავლა მიმდინარეობს და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია, შესაბამისად გართულებაც მეტია. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი ძირითადი გამოსავალი არის აცრა და რეგულაციების დაცვა.



— დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 26%-ია აცრილი. თქვენი აზრით, რატომ არის ქვეყანაში სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები ვაქცინირებული?


ეს არის თავსატეხი, ამაზე ვფიქრობთ დღე და ღამე, რა დავაკელით, რას ვერ ვეუბნებით და სად გადაგვეღობნენ ანტივაქსერები. ჩვენ მოსახლეობას არ მოკლებია ინფორმაცია ვაქცინაციის სიკეთის შესახებ, ამას დაემატა წახალისება უამრავი ფორმით. მე ინფორმაციის მიწოდებას არავის დავზარდები, ჩემს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს ვუყვები, ვაჩვენებ ვაქცინაციის დადებით შედეგებს. ბევრი ამბობს რომ აცრა სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა ვალდებულებად მე საკუთარი თავი და ჩემი ოჯახის წევრების აცრა ჩავთვალე.

 



— საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას კორონავირუსის საწინააღმდეგოდ და მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად მკაცრი ზომების გატარებისკენ, მათ შორის გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრისკენ მიუწოდებს. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა აცრა სავალდებულო?


სავალდებულო აცრის მოწინააღმდეგე ვარ. სავალდებულო ნიშნავს, რომ ადამიანს არაფრად არ თვლი და ცხვრის ფარაა. მე მინდა ის გონიერი ადამიანი იყოს, მინდა რომ ჭკვიანი იყოს, ზნეობრივი ადამიანი იყოს, კეთილად განწყობილი იყოს სამყაროს მიმართ.



— მოლოდინში ერთი მასწავლებელი ათობით მოსწავლეს აინფიცირებს, ამ შემთხვევაში როგორია თქვენი აზრი?


ასეთი მასწავლებელი სკოლაში არ უნდა შეუშვა. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ კოვიდ პასპორტები. ამის საპირწონე გზაა ის, რაც მსოფლიომ შემოიღო. ასეთ ადამიანს არ უნდა მივცეთ სხვისი ინფიცირების შესაძლებლობა. თავის თავს რასაც გაუკეთებს, გაუკეთოს. რა გავაკეთოთ? სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როდესაც მშობლები მეკითხებიან გაუშვან თუ არა ბავშვები სკოლაში, ვპასუხობ რომ თუ მასწავლებლების 80% აცრილი არ არის და საფრთხე არის ვირუსის გავრცელების, არ წაიყვანონ. ასევ ვეუბნები, რომ თუ თვითონ არ არის აცრილი, სკოლა მის შვილს არ მიიღებს. სხვა გზა არაა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ყველანაირი ხერხი ვცადეთ, შეგონება ვცადეთ, ახლა ეკონომიკური ბერკეტები ჩაირთვება.



— რა ხდება კოვიდსაავადმყოფოებში, თუ დაინტერესებულა ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნული საკითხით?


ნებისმიერი საკითხი, რომელიც მთავრდება ლეტალურად, შესწავლის საგანი უნდა იყოს და ამაზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტრო აგებს. რასაკვირველია, კითხვები არსებობს და პასუხები ჩვენც გვაინტერესებს. მე საბჭოს წევრი ვარ, მივდივარ და იქ განვიხილავთ ამ საკითხს. თქვენ თუ გაინტერესებს კომიტეტის ჩართულობა და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული და ამით შეწუხებულები არ ვართ, ძალიან ცდება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, თავის კომპეტენციის ფარგლებშიც რაც შეუძლია სამინისტროს, ამ ინფორმაციას თავს უყრის. დამუშავების შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი ხდება.



— შეხვედრების შემდეგ რა პასუხს იღებთ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან?


ეს არის პირდაპირი ბმა იმ ტალღასთან, რომელიც არის გამოწვეული ადამიანების დიდი რაოდენობის ინფიცირებით. ეს არის ერთადერთი პასუხი, რომელსაც ვიღებთ. ჩვენ რომ გვაქვს 82 გარდაცვალება იმ ტალღის ნაწილია, რომელიც ამ დაავადებამ გამოიწვია. ეს ციფრი შეიძლება ზევით ავიდეს, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 7000-ს გადასცდა. ამ დაავადებას თავის გართულებები აქვს, რაც მერე ვლინდება. სამწუხაროდ ციფრებზე მიწევს საუბარი, როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება და ამისთვის მკითხველს ბოდიშს ვუხდი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up