ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა უარი თქვა პრეზიდენტ ტრამპის ქმედუუნაროდ გამოცხადებაზე

ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა უარი თქვა პრეზიდენტ ტრამპის ქმედუუნაროდ გამოცხადებაზე

access_time2021-01-13 11:50:00

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს გამოიყენოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება პრეზიდენტის თანამდებობიდან დონალდ ტრამპის ჩამოსაშორებლად. მაიკ პენსმა უარი წერილობით აცნობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერს, ნენსი პელოსის.



ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე რვა დღით ადრე, დემოკრატების ფრაქცია მისგან და მთავრობისგან მოითხოვს 25-ე შესწორების გამოყენებას, რაც პენსის შეფასებით, პოლიტიკური თამაშია და საშინელ პრეცედენტს შექმნის. ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი კურსი არ პასუხობს ერის ინტერესებს და არ შეესაბამება კონსტიტუციას.



მაიკ პენსმა კანონმდებლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქმედებისგან, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო გახლჩეს და ხელი შეუწყონ ტემპერატურის დაწევას და ქვეყნის გაერთიანებას.



წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფმა დემოკრატებმა ვიცე-პრეზიდეტ პენსს 11 იანვარს მიმართეს, გამოეყენებინა კონსტიტუციის 25-ე შესწორება, რომელიც პრეზიდენტის ქმედუუნაროდ გამოცხადების და გადაყენების საშუალებას იძლევა. თანხმობის შემთხვევაში, 20 იანვრამდე, ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალეობას მაიკ პენსი შეასრულებდა.




ვიცე-პრეზიდენტის უარის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატა თავად დაიწყებს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას.



დემოკრატებმა პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით მისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.



დემოკრატები რესპუბლიკელ პრეზიდენტს ადანაშაულებენ ამბოხებისკენ წაქეზებაში და მიიჩნევენ, კაპიტოლიუმში შეჭრა იყო პირდაპირი შედეგი ტრამპის მორიგი განცხადებისა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგს არ აღიარებს.



12 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, მის წინააღმდეგ შეთითხნილი იმპიჩმენტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სასტიკი „კუდიანებზე ნადირობის“ გაგრძელებაა, რაც რისხვას და უთანხმებას იწვევს და ქვეყნისთვის საშიშია. ტრამპის თქმით, მას ძალადობისკენ არავისთვის მოუწოდებია: „ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის და არა ძალადობის, ან არეულობის“.




www.radiotavisupleba.ge





თეგები:
მაიკ პენსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up