ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ბუმი - Sony-ს აქციების ფასი რეკორდებს ხსნის

ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ბუმი - Sony-ს აქციების ფასი რეკორდებს ხსნის

access_time2021-10-01 20:00:15

Sony-ს აქციების ფასი 1 თვეში რეკორდული 14%-ით გაიზარდა, მათ შორის 9%-ით ამ კვირაში. ამ დროისთვის იაპონური გიგანტის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ოდნავ, 117-დან 115 დოლარამდე დაკორექტირდა, თუმცა, ანალიტიკოსები კომპანიის პერსპექტივებს დადებითად აფასებენ.

 

საკონსულტაციო კომპანია Cowen-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლეგენდარული იაპონური კონცერნი არასათანადოდ არის შეფასებული და მისი აქციები 22%-ით, 141 დოლარამდე გაძვირდება.

 

მათი აზრით, Sony გართობის ბაზარზე მოწინავე კომპანიაა, თუმცა მისი აქციების ფასის სამართლიან დონემდე ზრდას ხელს უშლის ის გარემოება, რომ კომპანია კონგლომერატია. მის ბიზნესში რამდენიმე რადიკალურად განსხვავებული მიმართულება შედის, რომელზეც Sony-ს პოზიციები განსხვავებულია. კომპიუტერული თამაშები, ელექტროტექნიკა, მუსიკა, ტელევიზია, კინო და ფინანსები.

 

სწორედ ამიტომ მისი აქციები უფრო იაფია, ვიდრე შეიძლება ყოფილiყო. თუმცა, ამავე დროს ასეთი ბიზნესის ასეთი დივერსიფიცირება მას სხვადასხვა ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

 

ზოგადად პანდემია ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე დადებითად აისახა - 2020 წელს ამ ბიზნესის შემოსავალმა გლობალურ ბაზარზე 180 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

 


აგვისტოში Sony-მ კვარტალური მოგების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2021 წლის აპრილ-ივნისში კონგლომერატის შემოსავალმა 20,6 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 15%-ით მეტია. საოპერაციო მოგება 24%-ით, 2,5 მლრდ.-მდე, სუფთა მოგება კი 9%-ით 1,9 მლრდ.-მდე გაიზარდა, რაც იაპონური გიგანტისთვის რეკორდული მაჩვენებლებია.

 

Sony-ს შემოსავლის ძირითადი წყაროს სწორედ PlayStation წარმოადგენს. ახალი მოდელის PlayStation 5-ს პრეზენტაცია 2020 წლის მაისში შედგა და უკვე ივლისისთვის 10 მლნ. მეტი აპარატი გაიყიდა, რაც სისწრაფის კუთხით კომპანიისთვის რეკორდული აღმოჩნდა.

 

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, რისი მიზეზიც გაყიდვების მაღალ მაჩვენებლებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე ჩიპებს დეფიციტი გახდა.

 

მომგებიანობის  კუთხით  Sony-ს ტრადიციული სეგმენტი - ელექტროტექნიკა - ტელევიზორები, კამერები, სმარტფონები, და ა.შ მეორეა.

 

კონგლომერატს ასევე ოპტიმისტური მოლოდინები სამომავლოდაც აქვს - 2021 წლის ბოლოსთვის ვიდეოთამაშების მიმართულების შემოსავალი 26,7 მლრდ. საოპერაციო შემოსავალი კი - 2,9 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.

 

სავარაუდოდ, Sony-ს აქციების ზრდა ახლო მომავალში შენელდება და ისეთი სწრაფი არ იქნება, როგორიც იყო, თუმცა, კომპანიის მაღალ ცნობადობა და შემოსავლიანობა მის აქციებს ნებისმიერი ინვესტორისთვის მიმზიდველს ხდის.

 

თუმცა, მისი მოგება მერყევია სხვადასხვა მიმართულებების განსხვავებული წარმატებულობის გამო - მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლამ შესაძლოა PlayStation-ს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, ხოლო ტელე-კინო მიმართულებას კონკურირება ისეთ გრანდებთან მოუწევს, როგორც Netflix და Disney.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

წყარო: Forbes.ru

თეგები:
Sony



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up