ვიდეოთამაშების კომპანია Electronic Arts (EA) esports პროგრამებიდან რუსეთსა და ბელარუსს ამოიღებს, რადგან კომპანია ამ ქვეყნების მიმართ ბოიკოტს აორმაგებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
რუსეთისა და ბელარუსის მოთამაშეები და გუნდები Apex Legends Global Series-სა და EA SPORTS FIFA 22 Global Series-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ამ თვის დასაწყისში EA-მ რუსეთსა და ბელარუსში, ასევე, შეაჩერა თავისი თამაშების, კონტენტისა და ვირტუალური ვალუტის გაყიდვები. ვიდეოთამაშ „FIFA“-ს შემქმნელმა, ასევე, ამოიღო რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული საფეხბურთო კლუბი პოპულარული ვიდეოთამაშ „FIFA 22“-ის სიიდან.
როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ უცხოური კომპანიების ბოიკოტი სპორტსაც შეეხო და რუსეთის ეროვნულ გუნდსა და კლუბებს საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა FIFA-მ და UEFA-მაც აუკრძალა.