ვიეტნამური სენდვიჩი Banh Mi კვების საიტმა Taste Atlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ქუჩის კერძების სიაში შეიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Vietnam Times-ი ავრცელელებს.
Euronews-ის ცნობით, ვიეტნამურ „Banh Mi“-ს თითოეულ რეგიონში განსხვავებული გემოვნება და ინგრედიენტები აქვს, მაგრამ საერთო ის არის, რომ ისინი ყველა ხრაშუნა ოქროსფერ ფრანგულ ბაგეტებშია გახვეული.
ირკვევა, რომ ეს ბაგეტები ვიეტნამში ფრანგებმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში შეიტანეს, მაგრამ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის შემოქმედებითობამ და მრავალფეროვნებამ გახადა ეს კერძი ცნობილი მთელ მსოფლიოში.