"უკრაინასა და ევროპას მშვიდობა სურთ, რუსეთიც აცხადებს, რომ თავდასხმა არ სურს, თუმცა ამ ვითარებაში ვიღაც იტყუება," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინას სურს მშვიდობა. ევროპას სურს მშვიდობა. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. რომელიღაც ჩვენგანი იტყუება. ეს ჯერ არის აქსიომა, თუმცა უკვე არის ჰიპოთეზა,“- განაცხადა ზელენსკიმ.