„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანელმა მოსამართლემ, რომელიც მიზეზად ასანჟის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ასახელებს. კერძოდ, ასანჟის მიერ თვითდაზიანების მიყენების მცდელობასა და სუიციდურ ფიქრებს.
ვაშინგტონი დადგენილების გასაჩივრებას გეგმავს. ჯულიან ასანჟს აშშ-ში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 175 წლიანი პატიმრობა ელის. მას შტატები 2010-2011 წლებში გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროებას ედავება.
1tv.ge