ვილი სანიოლი - ეს იყო კატასტროფა, ჩვენ ღირსების გარეშე ვითამაშეთ

ვილი სანიოლი - ეს იყო კატასტროფა, ჩვენ ღირსების გარეშე ვითამაშეთ

access_time2021-09-06 11:10:00

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკრიტიკა თავისი ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთთან ბადახოსის „ნეუვო ვივეროზე“ 0:4 დამარცხდნენ და აღიარა, რომ პირველ ტაიმში მისმა გუნდმა „კატასტროფულად“ ითამაშა.



„ველოდით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, რადგან რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაგვაკლდა. მაგრამ მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ, ყოველგვარი ღირსების გარეშე. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ, გვქონდა გარკვეული საგოლე შესაძლებლობებიც. მაგრამ ეს იყო ის მცირე დადებითი, რაც ამ თამაშში დავინახე“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა.



მან სინანული გამოთქვა იმ მნიშვნელოვანი მოთამაშეების დაკარგვის გამო, რომლებიც თამაშამდე დაშავდნენ და აღიარა, რომ მისი ეროვნული ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში სათამაშო რიტმს ვერ ინარჩუნებს.




„გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც მთელ თამაშს ვერ უძლებენ, რადგან ისინი თავიანთ კლუბებში საათზე მეტხანს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მათ მთელი თამაში ვერ ვიყენებ. ამით იყო გამოწვეული იძულებითი ცვლილებები“, – თქვა ფრანგმა მწვრთნელმა.



საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მეტოქეთა კლასში უდიდესი განსხვავებაა:



„ჩვენ ორ ნაკრებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. რაც შეეხება ჯგუფში მოვლენების განვითარებას, ესპანეთს და ჩემს მეგობარს, ლუის ენრიკეს შესარჩევ ჯგუფში წარმატებას ვუსურვებ. დღეს მათ თამაშის ყველა ასპექტში გვაჯობეს. ჩვენს ფეხბურთელებს შორის ტექნიკურმა განსხვავებამ თამაშს დაღი აშკარად დაასვა“.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up