ვინ არიან „დივიდენდ არისტოკრატები”

ვინ არიან „დივიდენდ არისტოკრატები”

access_time2022-02-13 12:00:42

კომპანიებს, რომლებიც აქციონერებს მუდმივად უხდიან დივიდენდს და თანხის ოდენობასაც ყოველწლიურად ზრდიან, დივიდენდ არისტოკრატებს უწოდებენ. ასე მოიხსენიებენ S&P 500-ის წევრ 65 კომპანიას. მათ 25 წლის განმავლობაში სტაბილურად გასცეს დივიდენდები, მზარდი განაკვეთით.

მიღებული დივიდენდი აქციონერებისთვის ბუნებრივია, კარგია, მაგრამ ეს შემოსავალი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ის სტაბილური არ არის. ამიტომ არის, დივიდენდ არისტოკრატების ოჯახის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი. ის, რომ აქცია S&P 500-ის წევრ კომპანიას ეკუთვნის და გადახდილ დივიდენდს ზრდის 25-წლიანი ისტორია აქვს, საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ინვესტორებმა არჩევანი ამ კომპანიების აქციებზე შეაჩერონ.


დივიდენდ არისტოკრატების ნუსხა 2005 წლის მაისში შედგა. როგორც წესი, ჩამონათვალში ის კომპანიები ხვდებიან, რომელთა ღირებულება, S&P 500-ის ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მინიმუმ $3 მილიარდს შეადგენს, ხოლო ტრანზაქციების საშუალო დღიური მოცულობა მინიმუმ $5 მილიონია. ამ კომპანიების აქციები კარგად დივერსიფიცირებულია, ფასი ნაკლებად მერყევია და გამოირჩევა როგორც მაღალი დივიდენდებით, ასევე კაპიტალის ზრდის დიდი პოტენციალით. კომპანიების უმეტესობა მეტწილად დაცულია რეცესიისგან. კარგი და ცუდი პერიოდების მიუხედავად, მოგება მუდმივად უფიქსირდებათ.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ჯგუფში 65 კომპანიაა. 2020 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდა, რადგან სიიდან სამი კომპანია ამოიღეს, სამაგიეროდ, ჩამონათვალს სამი ახალი წევრი დაემატა.

ტექნოლოგიური გიგანტი IBM, რომლისთვისაც 2020 წელი დივიდენდების გაცემის ზედიზედ 25-ე წელი აღმოჩნდა, შესაბამისად, ის ელიტურ კლუბში ჩარიცხეს. ამავე დროს, IBM გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ ინოვაციებში გრძელვადიან ინვესტირებას დივიდენდების გაცემა ამჯობინა.

განახლებადი ენერგიის მსოფლიო ლიდერი NextEra Energy ასევე, სიის ახალი წევრია. West Pharmaceutical Services დივიდენდებს 28 წლის განმავლობაში ზრდის, მაგრამ დივიდენდ არისტოკრატების სიაში მხოლოდ ახლა შევიდა, რადგან ის S&P 500-ს მხოლოდ 2020 წელს შეუერთდა.


The Procter & Gamble Co. (PG) – კომპანია 65 წლის განმავლობაში რეგულარულად გასცემს დივიდენდს 2,4%-იანი სარგებლით. კომპანიას შემოსავლები, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, 6%-ით გაეზარდა. ამდენითვე მოიმატა პროდუქციის გაყიდვებმა. წმინდა მოგება აქციაზე $1,66 იყო, რაც 13%-იანი ზრდაა. კომპანია აქციონერებს ჰპირდება, რომ მომავალში უფრო მეტ დივიდენდს გადაუხდის.



Johnson&Johnson(JNJ) დივიდენდს აქციონერებს 59 წელია უწყვეტად უხდის (2,6%-ის განაკვეთით). კომპანია მსოფლიოს წამყვანი 50 კომპანიის ჩამონათვალშია. Johnson&Johnson-ის (JNJ) მმართველებმა განაცხადეს, რომ 2023 წლისთვის თითქმის ყველა ობიექტი ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში მთლიანად განახლებადი ელექტროენერგიის წყაროზე გადავა.


Walmart Inc. (WMT) – 48 წელია აქციაზე 1,5%-ის დივიდენდს გასცემს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საცალო გაყიდვების კომპანიაა, რომელიც ცნობილია თავისი დაბალი ფასებით. კომპანია 11 700-ზე მეტ საცალო მაღაზიას ფლობს 28 ქვეყანაში.


Chevron Corp (CVX)  47 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დივიდენდს იხდის, თანაც რეგულარულად. კომპანიას 2022 წლისთვის დიდი გეგმები აქვს. კერძოდ, ნავთობისა და გაზის ახალ პროექტებში $15 მილიარდის დახარჯვას აპირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ მისთვის 2022 იქნება 35-ე წელი, როცა წლიურ დივიდენდებს გაზრდის.


დივიდენდ არისტოკრატებს შორის AT&T ყველაზე მაღალ – 8,2%-ის დივიდენდს გასცემს. ტელეკომუნიკაციებისა და მედიაინდუსტრიის გიგანტი თითქმის დარწმუნებულია, რომ წელს ამ სიაში ადგილს დაკარგავს. ეს გამოწვეული იქნება მისი გადაწყვეტილებით WarnerMedia-ს გათიშვის შესახებ, რაც მის ფულად შემოსავლებსა და, ამავდროულად, AT&T დივიდენდებსაც შეამცირებს. ერთადერთი გზა, რომ AT&T არისტოკრატებს არ გამოაკლდეს, იქნება ის, რომ აღნიშნული ტრანზაქცია ჩაიშალოს ან კომპანიამ დივიდენდების გაცემის პოლიტიკა მკვეთრად შეცვალოს.


ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი. ვაჭრობის დასაწყებად 1 დოლარია საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია კომპანიების სიის შექმნაც, რაც მათი აქციების ფასების თვალის დევნების საშუალებას მოგვცემს.


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up