ვინ არიან რუსი ოლიგარქები და შეუძლიათ თუ არა მათ პუტინზე გავლენის მოხდენა?

ვინ არიან რუსი ოლიგარქები და შეუძლიათ თუ არა მათ პუტინზე გავლენის მოხდენა?

access_time2022-03-23 20:00:00

ბიზნეს ლიდერებს პოლიტიკური გავლენა ბევრს ქვეყანაში აქვთ, თუმცა რუსეთმა სხვა დონეს მიაღწია. კავშირებით მდიდარი ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს რუსეთის ეკონომიკისა და საზოგადოების ტრანსფორმაციაში პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს, გახდნენ ცნობილი როგორც ოლიგარქები. მიუხედავად იმისა, რომ რუს მილიარდერებს ჩვეულებრივ ოლიგარქებად მოიხსენიებენ, მათი როლი საზოგადოებაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დროს შეიცვალა, რაც ართულებს მათ დევნას, როგორც რუსეთის მთავრობის დასჯის საშუალებას უკრაინაში შეჭრისთვის.

ვინ არიან ოლიგარქები?

თავდაპირველ რუსი ოლიგარქების შემადგენლობაში შედიოდნენ მისი პირველი მეწარმეები, როდესაც მიხაილ გორბაჩოვმა შეარბილა კონტროლი კომუნისტურ პარტიაზე 1980-იანი წლების ბოლოს. მათ ქონება 1990-იან წლებში მოიპოვეს, როდესაც ელცინის დროს საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან კაპიტალიზმის პრიმიტიულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ელცინის მთავრობამ დააჩქარა ეს პროცესი სახელმწიფო აქტივების პრივატიზებით, შედეგად, უზარმაზარი სიმდიდრე გადასცა რამდენიმე რჩეულს, რომელთაგან ზოგიერთმა სიმდიდრე და მედია გამოიყენა, რათა დახმარებოდა ელცინს კომუნისტური პარტიის დამარცხებაში.

1996 წლის არჩევნებში სწორედ ელცინმა გაიმარჯვა. გარიგება ცნობილი გახდა, როგორც “სესხები აქციებზე”, რადგან მთავრობა ბიუჯეტის ფულს ოლიგარქების ბანკებში ათავსებდა, სესხის სახით აბრუნებდა და შემდეგ ანაზღაურებდა. არსებითად, ოლიგარქებმა სახელმწიფო ფულის სანაცვლოდ მიიღეს სახელმწიფო ქონება. აღსანიშნავია, რომ ეს ოლიგარქები ასევე იყვნენ პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანები და ზოგიერთ შემთხვევაში ოფიციალური სამთავრობო თანამდებობები ეკავათ.

რა დაემართა ამ ჯგუფს?

ზოგიერთი მათგანი აგრძელებს ბიზნესის კეთებას: უმდიდრესი რუსი, ვლადიმერ პოტანინი, რომელიც Norilsk Nickel-ს, ნიკელისა და პალადიუმის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელს ხელმძღვანელობს. ასევე, მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი, რომელთა კომერციული ბანკი Alfa-Bank გახდა Alfa Group-ის წამყვანი ბიზნესი, რომელიც წილებს ტელეკომუნიკაციებსა და საცალო ვაჭრობაში ფლობს.

ბევრი ბიზნესმენის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ელცინი შეცვალა 2000 წელს. მიხეილ ხოდორკოვსკის ქონება ჩამოართვეს და ათი წლით დააპატიმრეს გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, რაც, მისი თქმით, იყო ანგარიშსწორება პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისთვის. ხოდორკოვსკი 2013 წელს გაათავისუფლეს, ის ლონდონში ემიგრაციაშია და აგრძელებს პუტინის კრიტიკას. ბორის ბერეზოვსკი და ვლადიმერ გუსინსკი რუსეთიდან გაიქცნენ მსგავსი საფრთხის გამო. ბერეზოვსკი 2013 წელს ლონდონის მახლობლად საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

რა პრობლემა აქვს პუტინს ოლიგარქებთან?

იმ დროისთვის, როდესაც პუტინი ელცინის მემკვიდრე გახდა, რუსულ საზოგადოებას ეზიზღებოდა ოლიგარქები და პუტინი მათ დაჰპირდა, რომ ისინი “შეწყვეტდნენ არსებობას, როგორც კლასი”. კერძოდ, ორმა ოლიგარქმა - გუსინსკიმ და ბერეზოვსკიმ - გამოიწვია მისი აღშფოთება, რადგან მათი მედია კრიტიკულად აშუქებდა მთავრობის საქმიანობას.


2000 წლის ივლისში კრემლში გამართულ შეხვედრაზე 21 წამყვან ბიზნესმაგნატთან ერთად, პუტინმა ჩამოაყალიბა კანონი: მათ შეუძლიათ დარჩნენ ინდუსტრიული ტიტანები, მაგრამ უნდა დარჩნენ პოლიტიკის მიღმა.

“ოლიგარქების, როგორც კლასის განადგურების ნაცვლად, პუტინმა მათი ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და გარკვეულწილად მოათვინიერა ისინი”,- ნათქვამია Washington Post-ის 2002 წლის სტატიაში.

ვინ არიან დღევანდელი ოლიგარქები?

ბიზნესმენების ნაწილი, რომლებმაც სიმდიდრე ელცინის ეპოქაში დააგროვეს, პუტინის დროს კიდევ უფრო გამდიდრდნენ. მათ შორის არიან ცნობილი მულტიმილიარდერები ოლეგ დერიპასკა, რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ვიქტორ ვექსელბერგი, მიხაილ პროხოროვი და ვაგიტ ალეკპეროვი. კეტრინ ბელტონი მიუთითებს, რომ “ოლიგარქების ახალ კასტაზე, რომლებიც პუტინთან სანქტ-პეტერბურგიდან, KGB-დან არიან დაკავშირებული“. პოლიტიკაში მოსვლამდე პუტინი იყო საგარეო დაზვერვის ოფიცერი KGB-ში, რუსეთის ყოფილ საიდუმლო პოლიციასა და სადაზვერვო სააგენტოში.

ახალი ოლიგარქებიდან ბევრი პუტინის დიდი ხნის მეგობარია, მაგალითად, გენადი ტიმჩენკო, რომელიც შეხვდა და დაუმეგობრდა მომავალ პრეზიდენტს, როდესაც ის მერის მოადგილე გახდა. ტიმჩენკო აკონტროლებს Volga Group-ს, საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც აქვს წილები ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და მშენებლობაში, და მისი ღირებულება დაახლოებით $11 მილიარდია.

ამავე კატეგორიაში შედის იური კოვალჩუკი, ბანკ Rossiya-ს უმსხვილესი აქციონერი, რომელიც პუტინთან ერთად დააარსა და არკადი როტენბერგი, პუტინის კიდევ ერთი ყოფილი სპარინგის პარტნიორი ძიუდოში, რომელმაც 2019 წელს გაყიდა გაზსადენის კომპანია Stroygazmontazh-ი დაახლოებით $1,3 მილიარდად.

ყველა ოლიგარქი ერიდება პოლიტიკას?

დიდწილად, რადგან ხოდორკოვსკის 10 წლიანი პატიმრობის ისტორია ყველას ახსოვს. ოლიგარქების ჩუმად შეთანხმება, არ გააკრიტიკონ პუტინი, გამოიკვეთა 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რამდენიმე რუსმა მილიარდერმა გაავრცელა კრიტიკული განცხადებები, მაგრამ თავად პუტინი არ დაგმო. ფრიდმანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ “რაღაცის თქმა პუტინს ომის წინააღმდეგ, ნებისმიერისთვის, ერთგვარი თვითმკვლელობა იქნება”.

შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს პუტინზე გავლენის მოხდენა?

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამის იმედი აქვთ სანქცირების დროს, მაგრამ სანქცირებული რუსი მილიარდერები ამბობენ, რომ მათ მცირე გავლენა აქვთ პუტინზე. ფრიდმანმა, რომელიც ფლობს წილს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ბანკში, თქვა, რომ არასოდეს შეხვედრია პუტინს პირადად. შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დააწესა სანქციები ზოგიერთ მილიარდერზე, დაწყებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით 2014 წელს.

ყველა რუსი მილიარდერი ოლიგარქია?

როგორც ჩანს, ასე მიიჩნია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2018 წელს, როდესაც გამოაქვეყნა 96 ოლიგარქის სია, რომელიც პრაქტიკულად იდენტური იყო ჟურნალ Forbes-ის რუსი მილიარდერების სიისა. მართალია, ქვეყნის ბევრი მილიარდერი ფლობს სუპერიახტებს და ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, რომელიც ასოცირდება ოლიგარქის ცხოვრების წესთან, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის სანქცირებული დასავლური მთავრობების მიერ. იმის შესახებ, თუ რა დონის სიმდიდრე, კერძო სექტორის ძალაუფლება და კრემლში არსებული კავშირები აქცევს მილიარდერს ოლიგარქად, ეს მაყურებლის თვალზეა დამოკიდებული.

Bloombergbusinessformula.ge

თეგები:
ოლიგარქები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up