დღეს თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია პროექტში 7 ბიზნეს სუბიექტია ჩართული, საიდანაც 4 კომპანია ასაშენებელი ობიექტის შემსრულებელია, 1 დასრულებული ობიექტის შემსრულებელი, ხოლო 1 მენეჯმენტ კომპანია იქნება.
ასაშენებელი ობიექტის შემსრულებელი კომპანიები:
- შპს „არქი გურამიშვილი“
- შპს „გელოვანი“
- შპს „იქსმშენ დიღმის მასივში“
- შპს „იქსმშენ დეველოპმენტი“
დასრულებული ობიექტის შემსრულებელი
- შპს „მეტტა“
მენეჯმენტ კომპანია
- შპს სიემსი
დედაქალაქის მერმა დღეს განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. კახა კალაძის თქმით, 6,000-მდე ოჯახისთვის 20-წლიანი უიმედობის და წვალების პერიოდი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ჯამში ასაშენებელ და გასარემონტებელ 14 ობიექტზე.
ბაჩო ადამია