ვინ გააკონტროლებს ზანგეზურის დერეფანს

ვინ გააკონტროლებს ზანგეზურის დერეფანს

access_time2021-10-22 21:30:35

„ზანგეზურის დერეფნის" შესახებ ცოტა ხნის წინ ცოტამ თუ იცოდა, ახლა კი უცებ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი გახდა რეგიონში. ლოგისტიკის ექსპერტების შეფასებით, იმაზე, თუ ვინ გააკონტროლებს ამ დერეფანში ტვირთს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

"ვინ გააკონტროლებს აღნიშნულ დერეფანს, - რუსეთ/თურქეთის ტანდემი თუ ირანი, - იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ გააკონტროლებს ტვირთნაკადებს ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპისაკენ და უკუმიმართულებით. ვნახოთ, რას იზამს აშშ, და ევროპა, ველოდებით დასავლეთის აქტიურობას ამ მიმართულებით," - უთხრა "კომერსანტს" სარკინიგზო საკითხების სპეციალისტმა დავით გოჩავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერევანში ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ „ზანგეზურის დერეფანი“ იყო. მხარეების მოლაპარაკების შემდეგ მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა:

„მინისტრმა მირზოიანმა და მე განვიხილეთ სომხეთის დაინტერესება ჩეჰბეჰარის პორტის გამოყენებასთან დაკავშირებით (ირანის სამხრეთში). აღნიშნული პორტი ინდოეთის მხარდაჭერით განვითარდა. ჩვენ შევთავაზეთ გავხადოთ ჩეჰბეჰარის პორტი სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნაწილი. არსებობს სხვა ინიციატივებიც, რომელიც ხელს შეუწყობს კავშირების გაფართოებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“.

სომხეთი ღიად ინტერესდება ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მიმართ, რომელიც ირანის გავლით უზრუნველყოფს ინდოეთის კავშირს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან და გაივლის აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვას. გზების განბლოკვის შესახებ საუბრის ფონზე, ეს სატრანსპორტო კვანძი, სავარაუდოდ, სომხურ-ინდოეთის მოლაპარაკების ერთ-ერთ თემად იქცეს.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სომხეთ-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა დაახლოებით 105.3 მლნ აშშ დოლარი (ექსპორტიორი ქვეყნის მახასიათებლების მიხედვით), ხოლო სომხეთის ექსპორტი-72.4 მლნ აშშ დოლარი.



რაც შეეხება ინდოეთს,  ევროპის კავშირი წარმოადგენს ინდოეთის მესამე უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელზეც,  2020 წლის მონაცემების მიხედვით, მოდის  62.8 მილიარდი ევრო, ანუ ინდოეთის მთლიანი ვაჭრობის მოცულობის 11.1 %.

ჩინეთი არის პირველი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ინდოეთის - 12 %, ამერიკა არის მეორე - 11.7 %.

ევროპის კავშირი იდოეთის საექსპორტო ტვირთებისათვის წარმოადგენს მეორე უდიდეს დანიშნულების ადგილს აშშ-ს შემდეგ. ევროპაზე მოდის ინდოეთის მთლიანი ექსპორტის მოცულობის 14 %.

ინდოეთის წარმოადგენს ევროპის კავშირის მეათე უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელზეც, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, მოდის  ევროპის კავშირის მთლიანი ვაჭრობის მოცულობის 1.8 %, და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთს (16.1 %) და დიდ ბრიტანეთს (12.2).

ვაჭრობის მოცულობა ევროპის კავშირსა და ინდოეთს შორის ბოლო ათი წლის მანძილზე გაიზარდა 12.5 %-ით.


ევროპის კავშირი წარმოადგენს პირველ უდიდეს ინვესტორს ინდოეთში. ევროპის კავშირის ინვესტიციების მოცულობამ ინდოეთში 2019 წელს შეადგინა 75.8 მილიარდი ევრო, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ჩინეთში (198.7 მილიარდი ევრო) ან ბრაზილიაში (318.9 მილიარდი ევრო) განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე.

ინდოეთში წარმოდგენილია დაახლოებით 6000 ევროპული კომპანია, რომლებიც უზრუნველყოფენ უშალოდ 1.7 მილიონ სამუშაო ადგილს, ხოლო ირიბად 5 მილიონ სამუშაო ადგილს.



ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up