მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
Tipalti Approve-ის ახალმა კვლევამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების წლიური წმინდა ღირებულება ერთმანეთს შეადარა. მიზანი მსოფლიოს პირველი ტრილიონერის პროგნოზირება იყო, შედეგად კი ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, პირველი ტრილიონერი 2024 წლისთვის ილონ მასკი გახდეს.
მასკი ამჟამად დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს ფლობს.
„2017 წლიდან, მასკის ქონების წლიური საშუალო ზრდა 129% იყო, რაც მის შესვლას ტრილიონდოლარიან კლუბში ორ წელიწადში შესაძლებელს ხდის“, - ნათქვამია Approve-ის ანგარიშში.
სიაში სხვა მაგნატები არიან ინდური კონგლომერატის Adani Group (ADANIENT) თავმჯდომარე და დამფუძნებელი გაუტამ ადანი, Microsoft-ის (MSFT) დამფუძნებელი ბილ გეითსი, Beijing ByteDance Technology Co-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი და Amazon (AMZN) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი.