,,მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. 2021-თან შედარებით კომპანიამ 100%-იანი ზრდა აჩვენა და 230 მაზდა გაყიდა.
კომპანიაში ამ შედეგებს ბრენდის მომხმარებლების კმაყოფილებას და ცნობადობის გაზრდას უკავშირებენ. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ აცხადებენ, რომ ეს შედეგები კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის დიდი სტიმულია
ვინ ყიდულობს მაზდას? - როგორც კომპანიაში განმარტავენ იაპონური ბრენდის ამოცანა კომფორტული გამძლე და ეკონომიური ავტომობილის შექმნაა, მაზდას ბრენდს კი ის მომხმარებელი ირჩევს, ვინც აქცენტს უსაფრთხოებასა და სანდო მწარმოებელზე აკეთებს. როგორც აღმოჩნდა საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნადი არის Mazda CX 5-ის მოდელი. ამასთან ერთად საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა Mazda CX 9-სა და Mazda CX 30 -ზე.
რატომ არის Mazda პოპულარული - კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მაზდას პოპულარობას განაპირობებს პირველ რიგში მისი იაპონური პრემიუმ ხარისხი და დახვეწილი დიზაინი. მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი კი სანდოობაა.
,,მაზდა ცენტრი თეგეტაში“ ერთ-ერთ კონკურენტად, ასევე იაპონურ ტოიოტას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ავტო-მწარმოებელთა უმეტესობამ მნიშვნელოვნად დახვეწა და გააუმჯობესა ავტომობილები. ბაზარზე უდიდესი კონკურენციაა და მაზდა აქტიურად უწყობს ფეხს ყველა გამოწვევას.